დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო ტექნიკის მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 772 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016627 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/09/2012 - 10/09/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №772
2012 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო ტექნიკის მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო ტექნიკის მომსახურების ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვნა.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი მატერიალური რესურსების გადაცემა და ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების დამტკიცებულ განწესში კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები