2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 169/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016434
  • Word
169/ნ
31/08/2012
ვებგვერდი, 04/09/2012
430060000.22.022.016434
2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 69/ნ

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო რანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -80 მუხლის მე -2 პუნქტის და „2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ბ:

1. დამტკიცდეს „2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე

დანართი

2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2012–2013 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპ­ლო­მირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყოფა სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობა 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

2. 2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

    მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012–2013 სასწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის 76 მოქალაქეს;

ბ) უცხო ქვეყნის 10 მოქალაქეს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ:

ბ.ა) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;

ბ.ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეპროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2012 წლის 20 ივნისამდე განაცხად, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგინა შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტ.

    მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულები” გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ერთ-ერთ არჩევითი საგნის გამოცდების შედეგების მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობას, დაფინანსება გაიცემა აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. თუ ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და საკმარისი არ არის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

    მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდება მე-2 მუხლით განსაზღვრულ იმ კატეგორიის სტუდენტებს, სადაც დაფინანსების მსურველთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული გადანაწილების შემდეგ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან ”2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის 300 დადგენილები მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება ”2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის 300 დადგენილების შესაბამისად.

    მუხლი 5. განცხადების წარდგენა

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნანსების მოსაპოვებლად სტუდენტი ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს განცხადებასთან ერთად წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროში 2012 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

    მუხლი 6. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ დაინტერე­სე­ბუ­ლი პი­რების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო უზრუნ­ველ­ყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორ­მა­ცი­ის სამინისტროს ოფიციალურ ვებ­-გვერ­დზე განთავსებას.