დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016432 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 66/ნ
2012 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართ ვ ელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს № 74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანების (სსმ, №103, 24/08/2010; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.015021) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე. ხოლო, პირველი მოადგილის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილე.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები