დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 აგვისტოს №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017026 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №353
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 აგვისტოს №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 აგვისტოს №313 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,12/08/2011 , 040030000. 10. 003. 016 473) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სააგენტოს უფროსი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.“.
2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია რეგულირების ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგულირების ობიექტის – საწარმოს (მათ შორის, ინდივიდუალური საწარმოს) დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.“.
4. 25-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრება, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხორციელდება შესაბამისი სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა (დანართი №3). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი (მათ შორის, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული პირი) ან/და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო გადაუდებლობის შემთხვევებში, ინსპექტირების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინებათ (ბარდება) ან ეგზავნებათ რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები