დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200220070.35.161.016105 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/09/2012 - 23/05/2013)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 33
2012 წლის 30 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2” ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გი ნ ა :
მუხლი 1
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 15000 კვ.მ-ით.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობები გადასახადისაგან გათავისუფლდეს სრულად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ხურცილავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები