დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.35.114.016139 |
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის №32 დადგენილებაში (სსმ, 27.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევებისა.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,9. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანების მე-19 მუხლის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემული მოძრავი ქონების (სახეობათა გათვალისწინებით) სოციალური მიზნებისათვის, უსასყიდლოდ განკარგვის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“ |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება.“ |
| მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 6 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ა) საჯარო აუქციონის ფორმით ჩოხატაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე;“ |
| მუხლი 7 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა ,,და“. |
| მუხლი 8 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა ,,და“. |
| მუხლი 9 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,8. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით და წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.“ |
| მუხლი 10 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“ |
| მუხლი 11 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის“ შეიცვალოს სიტყვით: ,,მუნიციპალიტეტის“. |
| მუხლი 12 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,თვითმმართველი ერთეულის“ შეიცვალოს სიტყვით: ,,მუნიციპალიტეტის“. |
| მუხლი 13 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები ,,თვითმმართველი ერთეულის“ შეიცვალოს სიტყვით: ,,მუნიციპალიტეტის“. |
| მუხლი 14 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ |
| მუხლი 15 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ |
| მუხლი 16 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები ,,თვითმმართველი ერთეულის“ შეიცვალოს სიტყვით ,,მუნიციპალიტეტის“. |
| მუხლი 17 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 27-ე მუხლში სიტყვები ,,თვითმმართველი ერთეულის“ შეიცვალოს სიტყვით ,,მუნიციპალიტეტის“. |
| მუხლი 18 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები