„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017022
  • Word
349
29/08/2012
ვებგვერდი, 30/08/2012
010220030.10.003.017022
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“ :

) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები :

„ი) ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

კ) ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 60-იდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცები, რომელთაც ესაჭიროებათ ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

ლ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 6-იდან 59 წლის ჩათვლით ასაკის საქართველოს მოქალაქეები და 60-იდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცები , რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;   

მ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიებით დაავადებული 60-იდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

ნ) 60-იდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცები, რომელთაც ესაჭიროებათ კორონარული ანგიოპლასტიკა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით ;

ო) 60-იდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცები, რომლებსაც ესაჭიროებათ ურგენტული სტაციონარული მომსახურება, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით .“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე‑4, მე‑5 და მე-6 პუნქტები:

„3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს თითოეული ჯგუფისათვის დანართი №1 -ით განსაზღვრული ღირებულებისა:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, დანართი №1-ით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება დანართ №1-ში მოცემული ნოზოლოგიური ჯგუფების მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯის 70%-ით, ხოლო მოსარგებლეს მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს.

4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის განსაზღვრული ღირებულებისა, დანართი №2‑ ის შესაბამისად:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კარდიოქირურგიული მომსახურება ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტიური ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 6-იდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა. ამასთან, გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 6-იდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობა ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორონარული ანგიოპლასტიკით მკურნალობა ფინანსდება ფაქტობრივი ღირებულების 50%-ით.

5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დანართი №3 -ით განსაზღვრული ღირებულებისა:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება დანართ №3 -ში მოცემული ნოზოლოგიების გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯის 75%-ით , ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 25%-ს;

ბ) თანაგადახდას არ ექვემდებარება მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება;

გ) კრიტიკული მდგომარეობების დროს პირველი 6 დღის მკურნალობის საფასური პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება სრულად ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს:

გ. ა) თბილისსა და ქუთაისში – 2 177 ლარისა;

გ. ბ) ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა და გორში – 1 893.5 ლარისა;

გ. გ) სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში – 1 760.5 ლარისა;

დ) კრიტიკული მდგომარეობისას პირველი 6 დღის განმავლობაში გაწეული ხარჯები პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ექვემდებარება;

ე) ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურება ხდება მოსარგებლისთვის სხვადასხვა ნოზოლოგიური კოდის მიხედვით გაწეული მომსახურებების ჯამური ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არა უმეტეს ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამისა.

6. თუ მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისას ან/და კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების დროისათვის (მათ შორის, სანამ დახმარების გამოყოფის შესახებ დადებითი პასუხი დადგენილი წესით ეცნობება დახმარების მიმღებს) დახმარების მიმღებს/წარმომადგენელს გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება ან მისი ნაწილი, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული თანხის სამედიცინო დაწესებულებისათვის გადახდის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პროგრამის მოსარგებლეს დაუბრუნოს პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხისა და მოსარგებლის/ წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხის ჯამსა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივ ღირებულებას შორის სხვაობა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „კომისიის საქმიანობის წესს“ დაემატოს დანართი №1 („კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულება), დანართი №2 („კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულება) და დანართი №3 („კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულება) თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი               ი. მერაბიშვილი

დანართი №1

„კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულებ

 

ჯგუფი

ერთეულის ღირებულება

(ლარი)

1

ქირურგიული ოპერაციები

 

1.1

მოზრდილთა

 

1.1.1

ნეიროონკოლოგია

3,000

1.1.2

აბდომინური; პროქტოლოგია; უროლოგია

1,760

1.1.3

თორაკალური

1,660

1.1.4

თავკისერი;

1,530

1.1.5

მამოლოგია; რბილი ქსოვილები

1,130

1.1.6

კრიოთერაპია და ამბულატორიული ოპერაციები

150

1.2

ბავშვთა

 

1.2.1

ნეიროონკოლოგია

3,000

1.2.2

სხვა ქირურგიული ოპერაციები

1,096

1.2.3

კრიოთერაპია და ამბულატორიული ოპერაციები

150

2

ქიმიოთერაპია და/ან ჰორმონოთერაპია/სხივური თერაპია

 

2.1

ქიმიოთერაპია (მანიპულაცია + მედიკამენტი), ჰორმონთერაპია (ამბ., სტაც.)

650

2.2

სხივური თერაპია (გინეკოლ.)

1,410

2.3

სხივური თერაპია (ამბ., სტაც.)

965

3

გამოკვლევები

 

3.1

დიაგნოსტიკა

200

3.2

კომპიუტერული ტომოგრაფია

200

 

დანართი №2

„კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი  პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულებ

 

ნოზოლოგიური ჯგუფები

ღირებულება

(ლარი)

1

გულის თანდაყოლილი მანკები:

 

ა)

ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევით

17,155

ბ)

ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე

11,992

გ)

პირველადი დიაგნოსტიკა

2,400

დ)

ენდოვასკულური ოპერაციები:

 

დ.ა)

ამპლაცერი/პეისმეიკერი

8,551

დ.ბ)

ვალვულოპლასტიკა /რაშკინდი

3,016

2

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიები:

 

ა)

იშემიური დაავადებების, გულის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა

9,200

ბ)

შეძენილი მანკები:

 

ბ.ა)

ერთი სარქვლის/აღმავალი აორტის/აორტის რკალის პროთეზირება/პლასტიკა

12,000

ბ.ბ)

ბიოლოგიური სარქველი

17,185

ბ.გ)

ბენტალი/მწვავე მანკი/ინფარქტის შემდგომი გართულებები: სარქვლოვანი პათოლოგია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა

16,000

ბ.დ)

ორი სარქვლის/სარქვლის და აღმავალი აორტის პროთეზირება

14,300

3

კორონარული ანგიოპლასტიკა

 

ა)

კორონარული ანგიოპლასტიკა ერთი სტენტით

1,800

ბ)

კორონარული ანგიოპლასტიკა ორი ან მეტი სტენტით

2,100

 

დანართი №3

„კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება და ერთეულის ღირებულებ

 

 

ნოზოლოგიათა ჯგუფები

საშუალო ღირებულება

 

 

 

თბილისი, ქუთაისი

ბათუმი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი

სხვ.

 

1

ალერგოლოგია

 

 

 

 

ა)

ასთმა

303

296

279

 

 

 

J45

ასთმა (შეტევათა სტადია)

 

 

 

 

 

ბ)

ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით

79

77

74

 

 

 

L50

ურტიკარია

 

 

 

 

 

 

T78.1

საკვების მავნე რეაქციები (კვებითი ალერგია)

 

 

 

 

 

 

T78.3

ანგიონევროზული შეშუპება

 

 

 

 

 

 

T78.4

ალერგია, დაუზუსტებელი (ალერგია მწერის ნაკბენზე)

 

 

 

 

 

 

T88.7

წამლის ან მედიკამენტის დაუზუსტებელი გვერდითი ეფექტი (წამლისმიერი ალერგია)

 

 

 

 

 

 

T80.6

სხვა შრატისმიერი რეაქცია (შრატისმიერი დაავადება)

 

 

 

 

2

ანგიოლოგია

 

 

 

 

 

ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებითა და ინტენსიური თერაპიით

3321

3202

 

 

 

 

I74

არტერიების ემბოლია და თრომბოზი

 

 

 

 

 

 

I87

ვენების სხვა დაზიანებები (ფილტვების არტერიების ემბოლია ან მისი განვითარების საშიშროება)

 

 

 

 

 

 

S35.0

მუცლის აორტის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S35.1

ქვედა ღრუ ვენის დაზიანება

 

 

 

 

 

 

I71.3

მუცლის აორტის ანევრიზმა, გამსკდარი

 

 

 

 

 

 

I71.5

თორაკოაბდომინური ანევრიზმა გასკდომით

 

 

 

 

 

 

I72

სხვა ანევრიზმა (გამსკდარი):

 

 

 

 

 

 

S15.0

საძილე არტერიის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S25.1

უსახელო ან ლავიწქვეშა არტერიის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S25.3

უსახელო ან ლავიწქვეშა ვენის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S35.5

თეძოს სისხლძარღვების დაზიანება (თეძოს არტერიის ან ვენის)

 

 

 

 

 

 

S45.0

იღლიის არტერიის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S45.1

მხრის არტერიის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S75.0

ბარძაყის არტერიის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S75.1

ბარძაყის ვენის დაზიანება მენჯ-ბარძაყის სახსრის და ბარძაყის დონეზე

 

 

 

 

 

 

S85.0

მუხლის არტერიის დაზიანება

 

 

 

 

3

გასტროენტეროლოგია

202

198

 

 

 

 

K72.0

ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა (ენცეფალოპათია)

 

 

 

 

4

ენდოკრინოლოგია

241

233

223

 

 

 

E27.2

ადისონური კრიზი

 

 

 

 

 

 

E05.5

თირეოიდული კრიზი

 

 

 

 

 

 

E10.1

ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით

 

 

 

 

 

 

E11.1

ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით

 

 

 

 

 

 

E03.5

მიქსედემური კომა

 

 

 

 

5

კარდიოლოგია

 

 

 

ა)

ინფარქტი

581

554

300

 

 

 

I21

 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

 

 

 

 

 

ბ)

სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიები

147

143

115

 

 

 

I20.0

არასტაბილური სტენოკარდია

 

 

 

 

 

 

I50.1

მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა, მწვავე

 

 

 

 

 

 

I50.9

გულის მწვავე უკმარისობა

 

 

 

 

 

 

I47

პაროქსიზმული ტაქიკარდია

 

 

 

 

 

 

I48

წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა

 

 

 

 

6

კარდიოქირურგია

1732

1609

1455

 

 

 

S26

გულის დაზიანება

 

 

 

 

7

ნევროლოგია

 

 

 

ა)

ცნს-ის ანთებითი ავადმყოფობები/-ეპიზოდური და პაროქსიზმული დარღვევები/პოლინეიროპათიები

419

396

362

 

 

 

G61

ანთებითი პოლინეიროპათია

 

 

 

 

 

 

G04

ენცეფალიტი, მიელიტი და ენცეფალომიელიტი

 

 

 

 

 

 

G45

გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევები და მასთან დაკავშირებული სინდრომი

 

 

 

 

 

 

G46

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულური დაავადებების დროს

 

 

 

 

 

ბ)

ეპილეფსია/ნერვკუნთოვანი ავადმყოფობები/ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები

124

116

105

 

 

 

G70

Myasthenia gravis (მძიმე მიასთენია) და სხვა ნერვკუნთოვანი დაზიანებანი

 

 

 

 

 

 

G40

ეპილეფსია (სერიული გულყრები)

 

 

 

 

 

 

G93.2

კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია

 

 

 

 

 

 

G93.6

ცერებრული შეშუპება

 

 

 

 

8

ნეიროქირურგია

 

 

 

ა)

ოპერაციული მკურნალობა/-ინტენსიური თერაპია

2482

2196

2147

 

 

 

S06.4

ეპიდურული სისხლჩაქცევა

 

 

 

 

 

 

S06.5

ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა

 

 

 

 

 

 

S06.6

ტრავმული სუბრაქნოიდული სისხლჩაქცევა

 

 

 

 

 

 

S06.8

სხვა ინტრაკრანიალური დაზიანებანი

 

 

 

 

 

 

I61

ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა

 

 

 

 

 

 

S14

ზურგის ტვინის და ნერვების დაზიანება კისრის დონეზე

 

 

 

 

 

 

G93.5

თავის ტვინის კომპრესია

 

 

 

 

 

 

G93.6

ცერებრული შეშუპება

 

 

 

 

 

 

S12

კისრის მალების მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

S22.0

გულმკერდის მალის მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

T09

ხერხემლის და ტორსის სხვა მოტეხილობები, დაუზუსტებელ დონეზე

 

 

 

 

 

 

S02.1

ქალას ფუძის მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

S06.3

თავის ტვინის ფოკალური დაზიანება

 

 

 

 

 

 

S02.0

ქალასარქველის მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

G91

ჰიდროცეფალია

 

 

 

 

 

ბ)

სკალპის ღია ჭრილობა/შერყევა

161

150

134

 

 

 

S01.0

სკალპის ღია ჭრილობა

 

 

 

 

 

 

S06.0

შერყევა

 

 

 

 

9

ნეფროლოგია

222

212

185

 

 

 

17

თირკმლის მწვავე უკმარისობა

 

 

 

 

 

 

00

მწვავე ნეფრიტული სინდრომი

 

 

 

 

 

 

10

მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი [მწვავე პიელონეფრიტი]

 

 

 

 

10

ოტოლარინგოლოგია

 

 

 

 

 

ა)

IV სირთულის ოპერაციები

1132

1128

 

 

 

 

J01

მწვავე სინუსიტი (ქალასშიდა ან ორბიტალური გართულებებით)

 

 

 

 

 

 

G06.0

ოტოგენური ინტრაკრანიალური აბსცესი და გრანულომა

 

 

 

 

 

 

H83.0

ლაბირინთიტი

 

 

 

 

 

 

H66.4

შუა ყურის მწვავე ანთება (გართულებული მასტოიდიტით)

 

 

 

 

 

 

H66.2

ქრონიკული ეპიტიმპანურ-ანტრალური ჩირქოვანი შუა ოტიტი (გართულებული ფაციალისით)

 

 

 

 

 

 

H66.3

სხვა ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი (გართულებული ფაციალისით)

 

 

 

 

 

ბ)

III სირთულის ოპერაციები

197

173

147

 

 

 

S19.9

კისრის დაუზუსტებელი დაზიანებები

 

 

 

 

 

 

J05

მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი და ეპიგლოტიტი

 

 

 

 

 

 

T17.3

უცხო სხეული ხორხში

 

 

 

 

 

 

T17.4

უცხო სხეული ტრაქეაში

 

 

 

 

 

 

J39.0

რეტროფარინგეული და პარაფარინგეული აბსცესი

 

 

 

 

 

გ)

უკანა ტამპონადა

117

110

91

 

 

 

R04.0

ცხვირიდან სისხლდენა (უკანა ტამპონადით)

 

 

 

 

11

ოფთალმოლოგია

384

362

 

 

 

 

S05.2

თვალის დაფლეთა და გახეთქვა თვალსშიდა ქსოვილის გამოვარდნით ან დაკარგვით

 

 

 

 

 

 

S05.3

თვალის დაფლეთა თვალსშიდა ქსოვილის გამოვარდნის ან დაკარგვის გარეშე

 

 

 

 

 

 

S05.5

თვალის კაკლის გამჭოლი ჭრილობა უცხო სხეულით

 

 

 

 

 

 

S05.6

თვალის კაკლის გამჭოლი ჭრილობა უცხო სხეულის გარეშე

 

 

 

 

 

 

S05.7

თვალის ავულსია

 

 

 

 

12

პულმონოლოგია

379

366

348

 

 

 

J12-J18

პნევმონია (საშუალო და მძიმე მიმდინარეობის)

 

 

 

 

 

 

J44.1

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული, დაუზუსტებელი

 

 

 

 

13

რევმატოლოგია

249

233

 

 

 

ა)

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებები (IIხ. IIIხ. აქტივობა, შინაგანი ორგანოების გამოხატული დაზიანებით)

 

 

 

 

 

 

M30

კვანძოვანი პერიარტერიიტი და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები

 

 

 

 

 

 

M31

ნეკროზით მიმდინარე სხვა ვასკულოპათიები

 

 

 

 

 

 

M32

სისტემური წითელი მგლურა

 

 

 

 

 

 

M33

დერმატოპოლიმიოზიტი

 

 

 

 

 

 

M34

სისტემური სკლეროზი

 

 

 

 

 

 

M35

შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაზიანებები

 

 

 

 

 

ბ)

ანთებითი პოლიათროპათიები და სპონდილოპათიები (აქტივობა II-IIIხ.)

 

 

 

 

 

 

M05

სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტი

 

 

 

 

 

 

M06

სხვა რევმატოიდული ართრიტი

 

 

 

 

 

 

M07

ფსორიაზული და ენტეროპათიური ართროპათიები

 

 

 

 

 

 

M08

იუვენილური ართრიტი

 

 

 

 

 

 

M10

პოდაგრა (გამწვავებული, გართულებული პოდაგრული სტატუსით)

 

 

 

 

 

 

M11

სხვა კრისტალური ართროპათიები (პიროფოსფატული და კალციუმის ფოსფატებით განპირობებული ართროპათიები)

 

 

 

 

 

 

M12

სხვა სპეციფიკური ართროპათიები

 

 

 

 

 

 

M45

მაანკილოზირებელი სპონდილიტი

 

 

 

 

 

 

M46

სხვა ანთებითი სპონდილოპათიები

 

 

 

 

 

გ)

მწვავე რევმატიზმი და გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები (აქტიური ფაზა (რევმატული ცხელება), კომისუროტ. და პროტეზირ. შემდგომი პერიოდი)

 

 

 

 

 

 

I00-I02

მწვავე რევმატიზმი

 

 

 

 

 

 

I05-I09

გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები

 

 

 

 

14

ტოქსიკოლოგია

 

 

 

 

 

ა)

ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტი

68

64

60

 

 

 

T51.0

ალკოჰოლის ტოქსიური ეფექტი (ეთანოლი)

 

 

 

 

 

 

T51.9

სპირტის ტოქსიური ეფექტი, დაუზუსტებელი

 

 

 

 

 

ბ)

სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით, ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა და ძირითადად არასამედიცინო დანიშნულების სუბსტანციების ტოქსიური ეფექტები

194

175

87

 

 

 

T36

სისტემური ანტიბიოტიკებით მოწამვლა

 

 

 

 

 

 

T39

არაოპიოიდური ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანტირევმატიული საშუალებებით მოწამვლა

 

 

 

 

 

 

T42.3

ბარბიტურატებით მოწამვლა

 

 

 

 

 

 

T42.4

ბენზოდიაზეპინებით მოწამვლა

 

 

 

 

 

 

T43

ფსიქოტროპული წამლებით მოწამვლა

 

 

 

 

 

 

T45

უპირატესად სისტემური და ჰემატოლოგიური საშუალებებით მოწამვლა

 

 

 

 

 

 

T46

მოწამვლა იმ ნივთიერებებით, რომლებიც პირველადად მოქმედებენ გულსისხლძარღვთა სისტემაზე

 

 

 

 

 

 

T51.1

მეთანოლის ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T52

ორგანული გამხსნელების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T53

ალიფატური და არომატული ნახშირწყალბადების ჰალოგენური დერივატების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T54

კოროზიული ნივთიერების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T56

ლითონების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T57

სხვა არაორგანული ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტი, დაუზუსტებელი

 

 

 

 

 

 

T58

ნახშირჟანგის (ნახშირბადის მონოქსიდის) ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T59

სხვა აირების, ჭვარტლისა და გამონაბოლქვის ტოქსიკური ეფექტები

 

 

 

 

 

 

T60

პესტიციდების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T62

საკვების სახით მიღებული სხვა მავნე ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T63

შხამიან ცხოველთან კონტაქტის ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

 

 

T64

აფლატოქსინისა და საკვების სხვა მიკოტოქსინური მინარევების ტოქსიკური ეფექტი

 

 

 

 

15

უროლოგია

 

 

 

ა)

ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით

1480

1317

1294

 

 

 

20

თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები (ობსტრუქციული უროპათია)

 

 

 

 

 

 

S37.0

თირკმლის დაზიანება

 

 

 

 

 

 

Q62

თირკმლის მენჯის თანდაყოლილი ობსტრუქციული დეფექტები და შარდსაწვეთის თანდაყოლილი მანკები (ობსტრუქციული უროპათია)

 

 

 

 

 

 

S37.8

მენჯის სხვა ორგანოების დაზიანება

 

 

 

 

 

 

S38.0

გარეთა სასქესო ორგანოების ზეწოლით დაზიანება

 

 

 

 

 

 

40

პროსტატის ჰიპერპლაზია (შარდის შეკავება, მაკროჰემატურია)

 

 

 

 

 

 

S37.2

შარდის ბუშტის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S37.1

შარდსაწვეთის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S36.8

სხვა ინტრააბდომინალური ორგანოების დაზიანება (პერიტონეუმის, რეტროპერიტონეუმის)

 

 

 

 

 

ბ)

ოპერაციები ადგილობრივი გაუტკივარებით

452

406

347

 

 

 

23

დაუზუსტებელი თირკმლის ჭვალი (ცისტოსკოპია, კათეტერიზაცია, ურეთერორენოსკოპია)

 

 

 

 

 

 

№47

პარაფიმოზი

 

 

 

 

 

 

№44

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა

 

 

 

 

 

 

R33

შარდის შეკავება (ოპერაცია-ეპიცისტოსტომია)

 

 

 

 

 

გ)

ოპერაცია-ტროაკარული ეპიცისტოსტომია/კათეტერიზაცია

72

66

58

 

 

 

R33

შარდის შეკავება

 

 

 

 

16

ქირურგია

 

 

 

ა)

IV სირთულის ოპერაციები

2650

2463

2227

 

 

 

A48.0

აიროვანი განგრენა

 

 

 

 

 

 

S25.0

გულმკერდის აორტის და-ზიანება

 

 

 

 

 

 

S25.1

უსახელო ან ლავიწქვეშა არტერიის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S25.2

ზედა ღრუ ვენის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S25.3

უსახელო ან ლავიწქვეშა ვენის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S25.4

ფილტვის სისხლძარღვების დაზიანება

 

 

 

 

 

 

S25.7

გულმკერდის სისხლძარღვების მრავლობითი დაზიანება

 

 

 

 

 

 

S26

გულის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S27.3

ფილტვის სხვა დაზიანებები (სისხლის მასიური დანაკარგით)

 

 

 

 

 

 

S27.4

ბრონქის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S27.5

ტრაქეის გულმკერდის ნაწილის დაზიანება

 

 

 

 

 

 

K56

გაუვალობა და ნაწლავის ობსტრუქცია

 

 

 

 

 

 

S27.7

გულმკერდის შიგა ორგანოთა მრავლობითი დაზიანება

 

 

 

 

 

 

S27.8

სხვა დაუზუსტებელი გულმკერდის შიგა ორგანოთა დაზიანება

 

 

 

 

 

 

K25

კუჭის წყლული (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)

 

 

 

 

 

 

K26

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)

 

 

 

 

 

 

K27

პეპტიური წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)

 

 

 

 

 

 

S36.7

მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება

 

 

 

 

 

 

K85

მწვავე პანკრეატიტი

 

 

 

 

 

 

S36.1

ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაზიანება

 

 

 

 

 

 

S36.2

პანკრეასის დაზიანება

 

 

 

 

 

 

K65.0

მწვავე პერიტონიტი (გავრცელებული)

 

 

 

 

 

ბ)

III სირთულის ოპერაციები

1276

1172

1046

 

 

 

A48.0

აიროვანი განგრენა (კერის რადიკალური მოცილებით)

 

 

 

 

 

S36.0

ელენთის დაზიანება

 

 

 

 

 

S36.9

მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს დაზიანება

 

 

 

 

 

K43.0

ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

 

 

 

 

 

K45.0

მუცლის სხვა დაზუსტებ-ული ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე (დიდი ზომის ან გიგანტური)

 

 

 

 

 

I70.2

კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი [ათეროსკლეროზული განგრენა]

 

 

 

 

 

E10.5

ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

 

 

 

 

 

E11.5

ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტუ-რი განგრენა]

 

 

 

 

 

E12.5

კვების დარღვევასთან დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

 

 

 

 

 

E13.5

სხვა დაზუსტებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

 

 

 

 

 

E14.5

დაუზუსტებელი შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულარული გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

 

 

 

 

 

K25.1

კუჭის წყლული პერფორაციით

 

 

 

 

 

K26.1

თორმეტგოჯას წყლული პერფორაციით

 

 

 

 

 

S36.3

კუჭის ტრავმული დაზიანება

 

 

 

 

 

S36.4

წვრილი ნაწლავის ტრავმული დაზიანება

 

 

 

 

 

S36.5

კოლინჯის ტრავმული დაზიანება

 

 

 

 

 

S36.6

სწორი ნაწლავის ტრავმული დაზიანება

 

 

 

 

 

K65.0

მწვავე პერიტონიტი (ადგილობრივი)

 

 

 

 

 

K80.0

ნაღვლის ბუშტის კენჭი მწვავე ქოლეცისტიტით (ჩირქოვანი, განგრენული)

 

 

 

 

 

K81.0

მწვავე ქოლეცისტიტი (ჩირქოვანი, განგრენული)

 

 

 

 

 

K40.4

საზარდულის თიაქარი განგრენით

 

 

 

 

 

K41.4

ბარძაყის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი თიაქარი განგრენით

 

 

 

 

 

K42.1

ჭიპის თიაქარი განგრენით

 

 

 

 

 

K43.1

ვენტრალური თიაქარი განგრენით

 

 

 

 

 

K45.1

მუცლის სხვა დაზუსტე-ბული თიაქარი განგრენით

 

 

 

 

 

K40.3

საზარდულის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

 

 

 

 

 

K41.3

ბარძაყის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

 

 

 

 

 

K42.0

ჭიპის ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

 

 

 

 

 

K45.0

მუცლის სხვა დაზუსტებული ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

 

 

 

 

 

S27.0

ტრავმული პნევმოთორაქსი

 

 

 

 

 

S27.1

ტრავმული ჰემოთორაქსი

 

 

 

 

 

S27.2

ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი

 

 

 

 

 

S27.3

ფილტვის სხვა დაზიანებანი

 

 

 

 

 

S27.6

პლევრის დაზიანება

 

 

 

 

 

S27.9

დაუზუსტებელი გულმკერდის შიგა ორგანოთა დაზიანება

 

 

 

 

 

S29

გულმკერდის სხვა და დაუზუსტებელი დაზიანებანი

 

 

 

 

 

K92.0

ჰემატემეზისი

 

 

 

 

 

K92.1

მელენა

 

 

 

 

 

K92.2

გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი

 

 

 

 

გ)

II სირთულის ოპერაციები და კონსერვატული მკურნალობა

647

595

508

 

 

 

K35.9

მწვავე აპენდიციტი, დაუზუსტებელი (კატარული, ფლეგმონური, განგრენული)

 

 

 

 

 

 

K92.0

ჰემატემეზისი (კონსერვატული მკურნალობა)

 

 

 

 

 

 

K92.1

მელენა (კონსერვატული მკურნალობა)

 

 

 

 

 

 

K92.2

გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი (კონსერვატული მკურნალობა)

 

 

 

 

 

 

K85

მწვავე პანკრეატიტი (კონსერვატული მკურნალობა)

 

 

 

 

17

ყბა-სახის ქირურგია

 

 

 

ა)

ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით

619

573

 

 

 

 

S02.4

ზედა ყბის მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

S02.7

მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც მოიცავს ქალასა და სახის ძვლებს

 

 

 

 

 

 

S02.6

ქვედა ყბის მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

K10.2

ყბების ანთებითი დაზიანებები (პირის ღრუს ფსკერის, ყბისქვეშა, ყბაყურსაღეჭი, საფეთქლის მიდამოს ფლეგმონები, რეტრობულბალური და ხახის გვერდ.მიდამ. აბსცესები)

 

 

 

 

 

ბ)

ოპერაციები ზოგადი გაუტკივარების გარეშე

208

190

 

 

 

 

S02.4

ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

S02.6

ქვედა ყბის მოტეხილობა

 

 

 

 

 

 

S02.7

მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც მოიცავს ქალასა და სახის ძვლებს

 

 

 

 

18

ჰემატოლოგია

 

 

 

ა)

თერაპია

654

 

 

 

 

 

D69.3

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

 

 

 

 

 

 

D61.8

სხვა დაზუსტებული აპლაზიური ანემიები

 

 

 

 

 

 

D55

ფერმენტული დარღვევებით გამოწვეული ანემიები

 

 

 

 

 

 

D56

თალასემია

 

 

 

 

 

 

D57

ნამგლისებურ-უჯრედული ანემია

 

 

 

 

 

 

D58

სხვა მემკვიდრული ჰემო-ლიზური ანემიები

 

 

 

 

 

 

D59

შეძენილი ჰემოლიზური ანემიები

 

 

 

 

 

ბ)

ქირურგიული მკურნალობა – სპლენექტომია

1260

 

 

 

 

 

D69.3

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

 

 

 

 

 

 

C94.7

სხვა დაზუსტებული ლეიკემია

 

 

 

 

 

 

D55

ფერმენტული დარღვევებით გამოწვეული ანემიები

 

 

 

 

 

 

D56

თალასემია

 

 

 

 

 

 

D57

ნამგლისებურ-უჯრედული ანემია

 

 

 

 

 

 

D58

სხვა მემკვიდრული ჰემოლიზური ანემიები

 

 

 

 

 

 

D59

შეძენილი ჰემოლიზური ანემიები.“.