„უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.017021
  • Word
348
29/08/2012
ვებგვერდი, 30/08/2012
010120000.10.003.017021
„უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

  უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის 237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის 237 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 06/07/2012, 010120000.10.003.016910) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უფლებამოსილ ორგანოში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ერთ‑ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სა ქართველოს მთა რობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა;

ბ) საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი დასაბუთებული რეკომენდაცია.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1¹ მუხლი:

მუხლი . სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ი. მერაბიშვილი