დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 346 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370040000.10.003.017019 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №346
2012 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ( სსმ, 2010 წ., მუხ. 104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 პუნქტი:
„4. ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მოამზადოს და დაამტკიცოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრ ები. აღნიშნულ შემთხვევაში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბ ამ ის სამსახურს მიწის ნაკვეთ( ებ)ის საზღვრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები