საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017016
  • Word
343
29/08/2012
ვებგვერდი, 30/08/2012
010240010.10.003.017016
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №313 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2012, 010240010.10.003.016986) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების წარმატებით შესრულებისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის იღებს გადაწყვეტილებას მათ მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე. წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ კვარტალში ერთხელ. პრემირების თაობაზე პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი