დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 714 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016151 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №71 4
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებით (ვებგვერდი, 111118011, 22/11/2011) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 სთ-დან საღამოს 18:30 სთ-მდე.’’.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შვებულების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება მინისტრს, საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც.”.
3. მე-9 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურეს საპატიოდ ჩაეთვლება წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 სამუშაო დღით სამსახურში გამოუცხადებლობა .”.
4. №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამ ბრძანების გამოცემამდე გამოყენებულ დღეებზე.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №3
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნის ფორმა
| ვის | --------------------------- --------------------------------------- |
| ვისგან | სახელი, გვარი: |
| თანამდებობა: | |
| თარიღი: |
| სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნა | |
| სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდი | _________ დან _________ მდე |
| სამსახურიდან დროებით გათავისუფლებულ დღეთა ოდენობა |
|
| უშუალო უფროსი ინფორმირებულია | სახელი, გვარი |
| თანამდებობა | |
დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: მოსამსახურე სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შევსებულ ფორმას
წარუდგენს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სადაც იგი მსახურობს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები