დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 710 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.016131 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №710
2012 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ, №84, 23/06/2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი :
„ნ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა მომზადებას ამავე დეპარტამენტის ერთ -ერთი სტრუქტურული ერთეულის ბაზაზე“;
2. დებულების მე-8 მუხლის მე -3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) ხელმძღვანელობს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების პროგრამის შემუშავება სა და მისი შესრულება ს და სახმელეთო საზღვრის დაცვის თანამშრომელთა და მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ მომზადებას“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 20 აგვისტო დან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები