დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 767 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.08.002.016626 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №767
2012 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატების, რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებას, ფორმის ტანსაცმლით, სასურსათო ულუფითა და სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.’’;
ბ) ბრძანებულების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის ნორმა №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ნორმა № 1
საერთო საჯარისო სასურსათო იჯრა
საყაზარმე კვების (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის) პირობებში
| № | სურსათის დასახელება | დღიური ნორმა ბრუტო გრ |
| 1. | პური I ხარისხის ფქვილისაგან (ხორბლის ფქვილი I ხარისხის) | 800 (600) |
| 2. | ხორბლის ფქვილი I ხარისხის (პასირების) | 10 |
| 3. | ბურღულეული (ლობიო, ბარდა, წიწიბურა და სხვ.) | 100 |
| 4. | ბრინჯი | 40 |
| 5. | მაკარონის ნაწარმი | 40 |
| 6. | ხორცი (ხორცის კონსერვი) | 200 (150) |
| 7. | თევზი /უთავო/ (თევზის კონსერვი) | 100 (80) |
| 8. | რძე (შესქელებული რძე) | 200 (40) |
| 9. | ყველი | 20 |
| 10. | კვერცხი /ცალი კვირაში/ (კვერცხის ფხვნილი კვირაში) | 4 (60) |
| 11. | შაქარი | 70 |
| 12. | კარაქი | 40 |
| 13. | მარგარინი და სხვა ცხიმი | 10 |
| 14. | მცენარეული ზეთი | 20 |
| 15. | კარტოფილი | 500 |
| 16. | კომბოსტო | 150 |
| 17. | ჭარხალი | 30 |
| 18. | სტაფილო | 60 |
| 19. | ხახვი | 60 |
| 20. | კიტრის ან/და პამიდვრის მარინადი (კიტრი, პამიდორი სეზონურად) | 65 (65) |
| 21. | ბოსტნეულის კონსერვი | 100 |
| 22. | ნიორი | 5 |
| 23. | ხილის წვენი | 200 |
| 24. | კისელის კონცენტრატი | 20 |
| 25. | ხილი სხვადასხვა /სეზონურად/ (ჩირი სხვადასხვა) | 100 (20) |
| 26. | ხილფაფა ან ჯემი | 5 |
| 27. | ჩაი | 2 |
| 28. | ტომატპასტა | 15 |
| 29. | ძმარი | 3 |
| 30. | მარილი | 20 |
| 31. | საფუარი | 5 |
| 32. | წიწაკა, საკმაზ-სანელებლები | 0.5 |
შენიშვნა : ბოსტნეულის კონსერვი გაიცეს ბოსტნეულის ნაცვლად დანაყოფის მოთხოვნის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები