„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 766
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240070.08.002.016625
  • Word
766
29/08/2012
ვებგვერდი, 29/08/2012
010240070.08.002.016625
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №766

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №95, მუხ. 1261) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებაში სიტყვები (ციფრები): „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5 . სასაზღვრო პოლიციის სამსახურთა და მისაღებ კანდიდატთა პროფესიული მომზადება

სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობის შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, აგრეთვე უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატ პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების დასაუფლებლად ატარებს პერიოდულ მომზადებასა და შემოწმებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. სააკაშვილი