„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016456
  • Word
367
29/08/2012
ვებგვერდი, 03/09/2012
200090000.22.033.016456
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №367

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.           „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა“.

2. 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სსაფ-ისა და ნსაფ-ის) ფორმების (შემდგომში – ფორმები) წარმოების ორგანიზებას და ამ ფორმებით საგადასახადო ორგანოების მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ მუხლის შესაბამისად.“.

4. თავი XIV1 ამოღებულ იქნეს.

5. №III1-1, №III1-2, №III1-3 და №III1-4 დანართები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი სექტემბრიდან

. ხეთაგური