„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 300390000.22.033.016455
  • Word
366
27/08/2012
ვებგვერდი, 03/09/2012
300390000.22.033.016455
„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის №447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №366

2012 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის 447 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის            რესპუბლიკის, საქართველოსა და   თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირ თადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 23 ივნისის 447 ბრძანებაში (სსმ III, 27.06.05, 76, მუხ.812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის პროცედურების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.ზოგადი დებულებანი

„წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,საქართველოს, ზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის            რესპუბლიკას შორის            აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი – ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად,     ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის (შემდგომში – ძსმპ) მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 და 175-ე მუხლების შესაბამისად   და განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით ხელშეკრულებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებით მოსარგებლე პირები

1. ძსმპ – ის თითოეული მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, გამგზავნი, აგრეთვე თითოეული მათგანის აფილირებული პირი (შემდგომში – პირი ), ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო- ბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს  მთავრობასა          და ძირ თადი            საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების 8.8 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან:

ა) ყოველგვარ საქონელთან, სამუშაოსთან, მომსახურებასთან და ტექნიკასთან მიმართებაში, რომელიც მიწოდებულია მისთვის ან მის მიერ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ) მის მიერ საშუალებებით იმპორტირებულ და ექსპორტირებულ ნავთობთან მიმართებაში;

გ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეძენილია ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის ექსპორტთან და რეექსპორტთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია ძსმპ-ის საქმიანობასთან.

2. ასეთი საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის თითოეული გამგზავნი, რომელიც „პირს” ემსახურება ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ მიწოდებას უნდა ათავისუფლებდეს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან.

3. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან ანალოგიური გათავისუფლება გამოიყენება ძსმპ- ს მონაწილეთათვის, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიწაზე უფლებების გადაცემის შემთხვევაში.“.

გ) მე-4 მუხლის:

გ. ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  4.  ჩათვლის  უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის პროცედურა“.

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „პირს“, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ- ისგან გათავისუფლებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) გასცემს ჩათვლის უფლებით დღგ- ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელ            სერტიფიკატს (შემდგომში    – სერტიფიკატი) (დანართი 1).“.

გ. გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ. დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატის მისაღებად, ძსმპ-ის თითოეულმა მონაწილემ, წილის მფლობელმა, საოპერაციო კომპანიამ, ტვირთის გამგზავნმა ან მათმა აფილირებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით ,,ხელშეკრულებისა და მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.“.

გ. ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების და ტექნიკის შესყიდვისას (მიღებისას) ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის საფუძველია საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, რომელიც გამოიწერება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის

31 დეკემბრის 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით.

13. პირის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს“.

დ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნ ს.

ე) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, შემდგომში დღგ-ის ანაზღაურების მიზნით, ვალდებულია დადგეს დღგ- ის გადამხდელად აღრიცხვაზე. ამისათვის, პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით. დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვაზე დასაყენებლად სხვა დოკუმენტები საჭირო არ არის.

2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი ახორციელებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ- ისგან, ამ ოპერაციების განსახორციელებლად შესყიდვების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ცალკე.“.

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,პირს” უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, მაგრამ მისთვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნიკის მოწოდებისას გადახდილ იქნა დღგ, მაშინ მოცემულ პირებს აქვთ უფლება, მიიღონ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან დღგ-ის სრული თანხა ჩაითვალონ სხვა გადასახადების ანგარიშში (მოგების გადასახადის ან მოსამსახურეთათვის გადახდებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომლებიც სხვა შემთხვევაში მათ უნდა გადაიხადონ შესაბამისი დებულებების თანახმად.“.

ზ) დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

 სერტიფიკატი N000

ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ --------------------------------------------------------------

                                                                   („პირის“ დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

წარმოადგენს---------------------------------------------------------------------------------------

                                                                   (პროექტის დასახელება)

----------- პროექტის

მონაწილეს,  წილის მფლობელს, კონტრაქტორს, საოპერაციო კომპანიას, გამგზავნს, აფილირებულ პირს (საჭიროა გაესვას ხაზი) და აღნიშნული ხელშეკრულების 8.2 მუხლის შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით.

მოქმედების ვადა 20 წ. “- -”- - - - - - -”-დან 20 წ. “- - “ - - - - - - - “-მდე

 

უფლებამოსილი პირი                                          (ხელმოწერა)

 

შევსების თარიღი “- - -” - - - - - - - -” 20 წ.“.

 

თ) დანართი 2 ამოღებულ იქნ ს.

 

ი) დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №3

განცხადება

კონტრაქტორის მიერ ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან           გათავისუფლების სერტიფიკატის ასაღებად

_______________________________________

(მოწოდების მიმღები „პირის“ დასახელება)

_______________________________________

 

(მომწოდებელი „პირის“ დასახელება)

________________________________________

(მომწოდებელი „პირის“ საიდენტიფიკაციო ნომერი)

____________________________________________________

(მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების – საოპერაციო კომპანიის, წილის მფლობელის ან ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის დასახელება)

 

„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის            ძირითადი      საექსპორტო   მილსადენით  ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, გასცეთ სერტიფიკატი ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

____________________________

(კონტრაქტორის დასახელება)

_______________________________________________

 

(განსახორციელებელი სამუშაოების დასახელება)

______________________________________________

(ხელშეკრულების ნომერი და თარიღი)

_____________________________________

(ხელშეკრ ლების სავარაუდო ვადა)

______________________________________

(სხვა ინფორმაცია)

 

მოწოდების მიმღები მხარის ხელმოწერა                       /           /

 

        ბეჭედი

 

მომწოდებლის ხელმოწერა                                  /           /

 

მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების - საოპერაციო კომპანიის, წილის მფლობელის ან

ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის

 

ხელმოწერა                                                                        /           /

      

ბეჭედი

 

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის აღნიშვნა განცხადების მიღების თაობაზე.

 

ხელმოწერა                                                            /           /

                                                                   თარიღი

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური