„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200110000.22.033.016454
  • Word
365
27/08/2012
ვებგვერდი, 03/09/2012
200110000.22.033.016454
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №3 65

2012 წლის 2 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის 651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლ ს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის 651 ბრძანებაში (სსმ III, 19.06.2007 წ., 84, მუხ. 902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების 8.10 მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის პროცედურების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის (შემდგომში „სკმპ“) მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 და 175-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებით მოსარგებლე პირები

1. თითოეული სკმპ-ის მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილე, აგრეთვე თითოეული მათგანის აფილირებული პირი (შემდგომში – „პირი“) გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით:

ა) სკმპ-ის საქმიანობასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ყოველგვარ საქონელთან (ბუნებრივი გაზის ჩათვლით), მისთვის ან მის მიერ მიწოდებულ, შესრულებულ სამუშაოსთან, გაწეულ მომსახურებასთან და მიწოდებულ ტექნოლოგიასთან მიმართებაში;

ბ) მათ მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საშუალებების მეშვეობით ბუნებრივი გაზის იმპორტთან და ექსპორტთან ან რეალიზაციასთან მიმართებაში;

გ) სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით შეძენილი ყოველგვარი საქონლის იმპორტის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნოლოგიასთან მიმართებაში;

დ) ყოველგვარი საქონლის (ბუნებრივი გაზის ჩათვლით), სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნოლოგიის ექსპორტთან და რეექსპორტთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია სკმპ-ის საქმიანობასთან.

2. მიმწოდებელმა, რომელიც „პირს“ ემსახურება სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული მიწოდების ყველა ობიექტი გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან.

3. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან ანალოგიური გათავისუფლება იმოქმედებს სკმპ-ის მონაწილეთათვის უფლებათა გადაცემასთან დაკავშირებითაც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიწაზე უფლებების გადაცემის შემთხვევაში.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის პროცედურა“;

გ.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „პირს“, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში შემოსავლების სამსახური) გასცემს ჩათვლის უფლებით დღგ- ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (შემდგომში – სერტიფიკატი) (დანართი 1).“;

გ.) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნ;

გ.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატის მისაღებად, სკმპ-ის მონაწილეებმა, წილის მფლობელებმა, საოპერაციო კომპანიებმა, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილეებმა, ან მათმა აფილირებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით „ხელშეკრულებისა“ და მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.“.

გ.) მე-11 პუქნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების და ტექნოლოგიების შესყიდვისას (მიღებისას) ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის საფუძველია საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, რომელიც გამოიწერება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით.

13. პირის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ ოცდაათი (30) დღის ვადაში წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

დ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნ ს.

ე) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, შემდგომში დღგ-ის ანაზღაურების მიზნით, ვალდებულია დადგეს დღგ- ის გადამხდელად აღრიცხვაზე საქართველოს საგადასახდო კოდექსით განსაზღვრული წესით. ამისათვის პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დღგ-ის გადამხდელის აღრიცხვაზე დასაყენებლად სხვა დოკუმენტები საჭირო არ არის.

2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი ახორციელებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ- ისგან, ამ ოპერაციების განსახორციელებლად შესყიდვების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ცალკე.“;

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, როცა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „პირს“ უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, მაგრამ მისთვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნოლოგიის მოწოდებისას გადახდილ იქნა გადასახადი, მაშინ მოცემულ პირს უფლება აქვ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ასეთი თანხა ან დღგ-ის სრული თანხა ჩაითვალოს სხვა გადასახადების ანგარიშში (მოგების გადასახადის ან მოსამსახურეთათვის გადახდებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).“;

ზ) დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

დანართი 1

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

სერტიფიკატი 000

ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ --------------------------------------------------------------

                                          (პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

არის პროექტის ----------------------------------------------------------––––----------------------------

                                                                                                           (პროექტის დასახელება)

----------------------------------------------------------------------------------

მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, გამგზავნი, აფილირებული პირი (საჭიროა გაესვას ხაზი) და, აღნიშნული ხელშეკრულების 8.10 მუხლის შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით.

მოქმედების ვადა 20 წ. - - - - - - - - - -დან 20 წ. - - - - - - - - - -მდე

უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა)

შევსების თარიღი - - - - - - - - - - - 20 წ.“;

თ) დანართი 2 ამოღებულ იქნ;

ი) დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 3

განცხადება

ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან

გათავისუფლების სერტიფიკატის ასაღებად

––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწოდების მიმღები „პირის“ დასახელება

––––––––––––––––––––––––––––––––––

მომწოდებელი „პირის“ დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––

მომწოდებელი „პირის“ საიდენტიფიკაციო ნომერი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების - საოპერაციო კომპანიის, მეწილის ან სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მონაწილის დასახელება

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გთხოვთ გასცეთ სერტიფიკატი ჩათვლის უფლებით დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ. ამ საკითხის შემდგომი განხილვის ხელშეწყობის მიზნით გაწვდით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას:

 

(მომწოდებელი პირისდასახელება) ----------------------------------------

პირდაპირ ან არაპირდაპირ განახორციელებს საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნოლოგ ების მოწოდებას (მიმღები პირისდასახელება) ----------------------------

 

სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მოქმედებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ მოწოდებებზე ისარგებლებს ჩათვლის უფლებით დღგ- ისგან გათავისუფლებით.

 

ქვემოთ მოყვანილია ინფორმაცია პირზე, რომელმაც გააკეთა განაცხადი ჩათვლის უფლებით დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებით სარგებლობის სერტიფიკატის ასაღებად.

1. კონტრაქტორის დასახელება –––––––––––––––––––––––

2. განსახორციელებელი სამუშაოების დასახელება –––––––––––––––––––––––

3. ხელშეკრულების ნომერი და თარიღი –––––––––––––––––––––––

4. ხელშეკრილების სავარაუდო ვადა –––––––––––––––––––––––

5. სხვა ინფორმაცია –––––––––––––––––––––––

 

მოწოდების მიმღები მხარის ხელმოწერა

ბეჭედი

მომწოდებლის ხელმოწერა

საოპერაციო კომპანიის მეწილეების ან მოწოდების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიმღები სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მონაწილის ხელმოწერა

ბეჭედი

 

დამტკიცებულია შემოსავლების

სამსახურის ოფიციალური

პირის მიერ

 

შემოსავლების სამსახურის

ოფიციალური პირის ხელმოწერა                                                                        თარიღი“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური