„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 190004000.22.033.016453
  • Word
357
24/08/2012
ვებგვერდი, 03/09/2012
190004000.22.033.016453
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №3 57

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხლი 2105) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71პუნქტი:

„7 1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მატერიალური მარაგების განსაკარგავად გადაცემის შემთხვევაში, მარაგების გასვლის ოპერაცია გამცემის მიერ აისახება მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში და წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშის დებეტში, ხოლო მიმღების-სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ-მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .“.

2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ძირითადი აქტივები განსაკარგავად გადაცემის შემთხვევაში, აქტივების გასვლის ოპერაცია გამცემის მიერ აისახება 2100 – ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში და წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშის დებეტში, ხოლო მიმღების- სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .“.

3. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საცნობარო მუხლში პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები (02) – აღირიცხება ორგანიზაციის მიერდროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობანი ( მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად მიღებული სპეციალური მოწყობილობა), გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონებისა, რომლის აღრიცხვა, შენახვა, შეფასება და განკარგვის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. პასუხსაგებ შენახვაზე მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა ანალიზური აღრიცხვა რაოდენობრივ-თანხობრივად წარმოებს მესაკუთრე ორგანიზაციის, ფასეულობათა სახეების, ხარისხის და შენახვის ადგილების მიხედვით როგორც სახელშეკრულებო, ისე შეძენის ფასებით, ბუღალტრული აღრიცხვის დავთრებში.“.

4. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

12 . საცნობარო მუხლში „განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება (11 ) – აღირიცხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორგანიზაციის მიერ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარაგავად გადასაცემი მოძრავი ქონება , სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემამდე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე).“.

5. ბუღლტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმაში საცნობარო მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                საცნობარო მუხლები

 

 

 საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები

01

 

 

 პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები

02

 

 

 გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება

03

 

 

 ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში

04

 

 

 პირობითი მოთხოვნები

05

 

 

 პირობითი ვალდებულებები

06

 

 

 საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა

07

 

 

 ამორტიზებული ძირითადი აქტივები

08

 

 

 ვადაგადაცილებული დავალიანებები

09

 

 

ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება                                                                                                                  11

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური