დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340120000.22.032.016087 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 163
2012 წლის 2 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანებით (110805010, 10/08/2011) დამტკიცებულ საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში შეტანილ იქნეს ცვლილება და კატალოგის:
1. პირველ მუხლს დაემატოს მე-20 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 20 | ამონიუმის გვარჯილა მარკა ბ ღსს. ”მაქსამ–ჩირჩიქ”, უზბეკეთი №227 16.07.2012 | გრანულა N - არანაკლებ 34,4% | ნიადაგში შეტანა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა |
2. მე- 3 მუხლს დაემატოს 125-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 125 | აზოტოვან-ფოსფორ-კალიუმიანი კომპლექსური სასუქი მარკა 8-24-24 - 3(S) ღსს“გომელის ქიმიური ქარხანა“ ბელორუსია №226 10.07.12 | გრანულა
N -8±1%, P205 -24±1%, K 2 0 -24±1 %, S-არანაკლებ 3% | ნიადაგში შეტანა
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ . გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები