„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/08/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.32.061.016030
  • Word
13
23/08/2012
ვებგვერდი, 30/08/2012
010130000.32.061.016030
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2012 წლის 23 აგვისტო                           

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის                24 ოქტომბრის 11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის                        24 ოქტომბრის 11 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 25/10/2011, 010130000.32.061.0160012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,3. უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში (შემდგომში დეპარტამენტი) შექმნილი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების კომისია“ (შემდგომში კომისია).“.

      2. მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროებიდან გამომდინარე, სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის ელექტრონული ფორმით მომართვის შემთხვევაში, კომისია ახორციელებს შემდგომ საქმიანობას:

ა) საფუძვლიანად შეისწავლის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან შემოსულ მასალებს და უფლებამოსილი პირის ფოდოიდენტურობის დადასტურების თაობაზე არსებულ და მოპოვებულ ინფორმაციას;

ბ) უფლებამოსილი პირის გამოკითხვის შედეგად დაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას;

გ) მოითხოვოს უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის (ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარდგენილ ფოტოსურათთან) თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობით დადასტურებას და გამოკითხავს მათ იდენტურობის დადგენის მიზნით;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვს დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებისაგან;

ე) კომისია, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილია ფოტოიდენტურობის დადასტურების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან მიიღოს ფოტოიდენტურობის დადასტურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი ელექტრონული ფორმით, მათ შორის:

ე.ა ) უფლებამოსილი პირის, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის, არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განაცხადების ასლი მოწმობის გაცემის მოთხოვნის თაობაზე ;

ე.ბ ) პირადობის დამადასტურებელი ერთ -ერთი შემდეგი დოკუმენტის ასლი:

ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პასპორტი, შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების, პირადობის ან ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვლისწინებული სხვა დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა).

ე.გ) 1 (ერთი) ფოტოსურათი  ზომით 3.5 X4.5 დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

ვ) საქმის არსებითად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევს 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს;

ზ) შემოსულ მასალებში არსებული მონაცემების, სათანადო დოკუმენტების მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე;

თ) შესაბამისი მოთხოვნისა და სათანადო მასალებს მიღებიდან 5 დღის ვადაში მიაწოდებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ინფორმაციას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის თაობაზე.“.

3. მე -4 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ ელექტრონული ფორმით საქმის მასალების მიღებისას, დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გასცენ სათანადო პასუხი ელექტრონული ფორმით ერთ სამუშაო დღეში.“ .

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                                  გ . ბარამია