დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070120.35.152.016095 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №26
2012 წლის 23 აგვისტო
ქ. დუშეთი
„ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
,, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებით (სსმ, 30/03/2012, ს/კ 280070120.35.152.016084) დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ პირები:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე;
ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე ”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ი. ჯიქურაული
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები