დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016448 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №359
2012 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 09 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 . „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.09, №145, მუხლი 1695) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აღნიშნული თანამდებობის დაკავება სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი დაწინაურებით, კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება რეზერვიდან ან იმ პირთა წრიდან, რომლებიც სტაჟირებას გადიან სამსახურში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თუ შეუძლებელია კანდიდატურების შერჩევა რეზერვიდან ან სამსახურის სტაჟიორებისაგან, მაშინ კანდიდატურების შერჩევა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირი, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადით;“.
3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 25. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება
სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირისა) ეძლევა ყოველწლიური შვებულება. სამსახურის თანამშრომელს, სამსახურის ხელმძღვანელობის თანხმობით აქვს ყოველწლიური შვებულების გაყოფის და ნაწილ-ნაწილ გამოყენების უფლება.“.
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოველწლიური შვებულება სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირისა) ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად.“.
5. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. შტატგარეშე მოსამსახურის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია კანონმდებლობით /ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში“.
6. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟიორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები