არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03/42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.054.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
03/42
22/08/2012
ვებგვერდი, 27/08/2012
430210000.22.054.016027
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2012 - 21/01/2026)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება 03/42

2012 წლის 22 აგვისტო

. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №75 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანდართული წესდება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. რურუა

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (შემდგომშიაკადემია) შექმნილიაუმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონისა დასაქართველოს სამოქალაქო კოდექსისმოთხოვნათა შესაბამისად.

2. აკადემია წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასუნივერსიტეტს.

3. აკადემიაუმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს პროფესიული განათლების და აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

4. აკადემია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

5. აკადემიის სრული სახელწოდებააარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“, შემოკლებული სახელწოდება – „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ (თსსა), ინგლისურად – „Tbilisi State Academy of Arts“.

    მუხლი 2. იურიდიული სტატუსი და მისამართი

1. აკადემია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.

2. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბანკებში, ვებგვერდი www.art.edu.ge და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

3. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა 22, ელექტრონული მისამართი info@art.edu.ge.

    მუხლი 3. აკადემიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. აკადემიის საქმიანობა ორიენტირებულია სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.

2. აკადემიის საქმიანობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავს კანონით აუკრძალავ ყველა საქმიანობას, რომელიც შეესაბამება აკადემიის მიზნებსა და ამოცანებს.

3. აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

) პროფესიული და აკადემიურიბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გახორციელება და შესაბამისი კვალიფიკაციებისა და ხარისხის მინიჭება;

) ქართული და მსოფლიო ხელოვნების ღირებულებების შეცნობა/დამკვიდრება;

) სწავლა/სწავლებასა და შემოქმედებით-სამეცნიერო პროცესებში თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვა;

) ქვეყანაში ხელოვნების განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიული და უმაღლესი სახელოვნებო განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიციკური პედაგოგიური და სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება;

) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, კვლევა და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

) სტუდენტების მსოფლიო სახელოვნებო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების, საერთაშორისო სიმპოზიუმების, ღია ლექციების და მასტერ-კლასების მოწყობის გზით;

) ქართული ხელოვნების, არქიტექტურის, მიღწევების, ასევე თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და სახელოვნებო განათლების სპეციფიური მეთოდოლოგიის პოპულარიზაცია გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, სამეცნიერო კონგრესების ორგანიზების, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომების როგორც პოლიგრაფიულ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოცემებით.

    მუხლი 4. აკადემიის უფლება-მოვალეობები

აკადემიას უფლება აქვს:

) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სახელოვნებო საქმიანობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

) მოაწყოს გამოფენები, სიმპოზიუმები, სამეცნიერო კონფერენციები სხვა შემოქმედებითი და სახელოვნებო ღონისძიებები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

) განახორციელოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რესტავრაცია/კონსერვაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მოიცავს როგორც საპროექტო, ასევე სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საკუთრი შემოსავლებით, მოპოვებული გრანტებით, მესამე პირთა დაკვეთით ან/და აკადემიის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში;

) აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს აკადემიის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს აკადემიის განვითარებას, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას და/ან თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას.

    მუხლი 5. აკადემიის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

1. აკადემია შედგება ხუთი ფაკულტეტისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს.

2. აკადემიის მართვის ორგანოებია რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, კანცლერი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. აკადემიის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

    მუხლი 6. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი

1. აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება ათი წევრისაგან, ორი წარმომადგენელი თითოეული ფაკულტეტიდან. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.

2. აკადემიური საბჭოს წევრები ფაკულტეტებიდან აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

4. აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ აკადემიის სრული ან ასოცირებული პროფესორი.

5. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურისბაკალავრიატის ხანგრძლივობის ვადით.

6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

    მუხლი 7. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. აკადემიური საბჭო:

) წარმომადგენლობითი საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი დატვირთვის წლიურ ბადეს და ზღვრულ ოდენობას, შრომის ანაზღაურების პირობებს;

) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

) ფაკულტეტების ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს;

) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიმართულებით, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესრექტორს;

ვ) ფაკულტეტის საბჭოს ასარჩევად წარუდგენს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ დეკანის კანდიდატურებს;

) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

) ფაკულტეტის საბჭოსა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;

) რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად;

) ისმენს და ამტკიცებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშს, აგრეთვე ფაკულტეტის დეკანის ანგარიშს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების თაობაზე და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ანგარიშს;

) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;

) ირჩევს აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების მექანიზმსა და წესს;

) შეიმუშავებს შემოქმედებითი კონკურსის პირობებსა და ჩატარების წესს;

) ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებს;

) რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს აკადემიის კანცლერს;

) უფლებამოსილია, მოტივირებული გადაწყვეტილებით მიმართოს რეგენტთა საბჭოს კანცლერის ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით;

) წარმომადგენლობითი საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და რეგენტთა საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას;

) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის განვითარების ფონდის დირექტორს;

ფ) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების ფონდის წესდებას;

) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭო იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეიძლება რექტორის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.

3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

4. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

5. აკადემიის განსაკუთრებული დამსახურებების მქონე სრულ პროფესორს, რომელსაც სრული პროფესორის თანამდეობბაზე შეუსრულდა 65 წელი, შეიძლება აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტის წარდგინებით მიენიჭოს ემერიტუსის წოდება. ემერიტუსის წოდების მინჭებასთან დაკავშირებული ანაზღაურების საკითხს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო.

    მუხლი 8. რექტორი

1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე კანცლერი.

2. რექტორი აკადემიური საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს.

3. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს - რექტორის ბრძანებს.

4. რექტორს ირჩევს აკადემიის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით.

5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით.

6. კანდიდადტმა არჩევნებში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა.

7. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პირი, რომელსაც ეკავა კანცლერი თანამდებობა, აკადემიის რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც კანცლერი უფლებამოსილების შეწყვეტიდან კანცლერი ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

8. რექტორს შეიძლება ყავდეს მოადგილეები (პრორექტორები) სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან შემოქმედებით სფეროებში. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორის მოადგილე რექტორის მოვალეობის შერულების შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი ხელი მოაწეროს უმაღლესი განათლების დამადასტურებულ დოკუმენტს - დიპლომს და არ ხელმძღვანელობს აკადემიურ საბჭოს.

    მუხლი 9. კანცლერი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი)

1. კანცლერი არის აკადემიის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალურ და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს აკადემი საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. კანცლერს თანამდებობაზე რეგენტთა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კანცლერს ნიშნავს რეგენტთა საბჭო.

3. კანცლერი უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

4. ერთი და იგივე პირი კანცლერად შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 8 წელიწადს.

5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა კანცლერად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

6. კანცლერი:

) ხელმძღვანელობს აკადემიის ადმინისტრაციას;

) უფლებამოსილია აკადემიის სახელით, დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

) ამზადებს აკადემიის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებზე განხილვის შემდგომ დასამტკიცებლად წარედგინება რეგენტთა საბჭოს;

ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტამდე ცვლილებების შემთხვევაში წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს განსახილველად და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად ცვლილებებს ბიუჯეტში;

ზ) დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილებების შემთხვევაში წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს განსახილველად ცვლილებებს ბიუჯეტში. აკადემიური საბჭოს მიერ ცვლლებების დამტკიცების შემთხვევაში წარუდგენს ცვლილებას რეგენტთა საბჭოს შესათანხმებლად;

) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც რეგენტთა საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ შემდგომ წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს;

) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

7. კანცლერი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოს და აკადემიური საბჭოს წინაშე.

8. კანცლერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს კანცლერის ბრძანებ.

9. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, კანცლერი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

) აკადემიური საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.

10. კანცლერზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

11. კანცლერს შეიძლება ყავდეს მოადგილე (ვიცე-კანცლერი). ვიცე-კანცლერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კანცლერი.

    მუხლი 10. აკადემიის წარმომადგნლობითი საბჭოს არჩევის წესი

1. აკადემიის მმართველობითი ორგანოა აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდანფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე.

2. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 10 წევრისაგან.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება 4 წლის ვადით.

4. თითოეული ფაკულტეტიდან აკადემიური პერსონალის მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იყოს ერთი წევრი, ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ.

5. თითოეული ფაკულტეტიდან სტუდენტების მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იყოს ერთი წევრი, ფაკულტეტის სამაგისტრო ან საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი. სტუდენტების მიერ წარმომადგენელთა არჩევა ხდება ფაკულტეტზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

6. არჩევნები ტარდება ერთ დღეს, პარალელურად ყველა ფაკულტეტზე.

7. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭო.

8. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე.

9. პროფესორისა და სტუდენტისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია აკადემიასთან მისი აკადემიური, სასწავლო ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

10. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.

11. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ აკადემიური საბჭოს წევრები.

12. წარმომადგენლობითი საბჭო თავის შემადგენლობაში შემავალი აკადემიური თანამდებობის პირებიდან ირჩევს საბჭოს სპიკერს. სპიკერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით. კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საბჭოს სპიკერის ხმას.

    მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება

წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;

ბ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) აკადემიურ საბჭოსთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და კანცლერთან ერთად შეიმუშავებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) რეგენტთა საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენამდე ისმენს და განიხილავს საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით;

) რეგენტთა საბჭოში დამტკიცების შემდგომ ისმენს კანცლერის წლიურ ანგარიშს;

) აკადემიურ საბჭოსთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და კანცლერთან ერთად შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს და შრომის ანაზღაურების ოდენობას;

) ახორციელებს აკადემიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და რეკომენდაციების მომზადებას.

    მუხლი 12. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. აკადემიის სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად. შეფასებაში, რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მონაწილეობას იღებენ აგრეთვე სტუდენტები.

2. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ..) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

5. თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის უფროსს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად და პასუხისმგებელია ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ შეფასებაზე, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომელსაც უკავია სრული/ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

    მუხლი 13. ფაკულტეტები

1. აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს წარმოადგენს ფაკულტეტი.

2. თითოეული ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

3. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია) ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

4. აკადემიაში არის ხუთი ფაკულტეტი:

) არქიტექტურის ფაკულტეტი;

) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი;

) დიზაინის ფაკულტეტი;

) მედიახელოვნების ფაკულტეტი;

) რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი.

5. ფაკულტეტები თავის საქმიანობას ახორციელებენუმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის, ამ წესდების და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

6. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 14. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა წარმომადგენლები.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს შემადგენლობის 1/4-ისა.

    მუხლი 15. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

ფაკულტეტის საბჭო:

) განსაზღვრავს და კანცლერ წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 16. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის დეკანს აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული და წარდგენილი არა უმეტეს სამი კანდიდატისაგან ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით.

3. ფაკულტეტის დეკანი:

) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურობას;

) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

) კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ და ეფექტურ გამოყენებაზე;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 17. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. აკადემიაში არსებობს საუნივერსიტეტო და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოები.

2. საუნივერსიტეტო და ფაკულტეტის სადისეტაციო საბჭოები შედგენისა და ათი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ფაკულტეტის სადირსეტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის შესაბამისი დარგის ყველა სრული და ასოციირებული პროფესორისგან. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სადისერტაციო საბჭოში შეიძლება მოწვეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული პირი.

4. სადისერტაციო საბჭოები მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

5. აკადემია უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

    მუხლი 18. აკადემიის ბიუჯეტის ფორმირების წესი

1. აკადემიის ბიუჯეტს (რომელიც წარმოადგენს აკადემიისა და ფაკულტეტების ბიუჯეტების ერთობლიობას) კანცლერის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.

2. ფაკულტეტის საბჭო შეიმუშავებს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც წარედგინება კანცლერს და აისახება აკადემიის ბიუჯეტში. ფაკულტეტის ბიუჯეტის ფორმირების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით.

3. კანცლერი, ამზადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც რეგენტთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე შესათანხმებლად გადაეცემა წარმომადგენლობით საბჭოს.

    მუხლი 19. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესი და პირობები

1. აკადემიის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება ღია კონკურსის წესით.

2. კონკურსის ორგანიზების მიზნით აკადემიის რექტორის მიერ იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც წარმართავს აკადემიური თანამდებობის დაკავების კონკურსს.

3. კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.

4. აკადემიის აკადემიური თანამდებობების უფლებამოსილება განისაზღვრება: სრული და ასოცირებული პროფესორის – 4 წლის ვადით, ასისტენტ პროფესორის – 2 წლის ვადით.

5. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს:

) არასახელოვნებო სპეციალობებისათვისდოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

) სახელოვნებო სპეციალობებისათვისპირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

7. ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს:

) არასახელოვნებო სპეციალობებისათვისდოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

) სახელოვნებო სპეციალობებისათვისპირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

8. ასისტენტ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს:

) არასახელოვნებო სპეციალობებისათვისდოქტორი ან დოქტორანტი;

) სახელოვნებო სპეციალობებისათვისშესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი.

9. დამატებითი პირობები, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით განისაზღვრება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ უნდა აისახოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

10. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით, სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან მისი ხელმძღვანელობის მიზნით შეიძლება მოწვეული იყოს პროფესორი აკადემიური ან მოწვეული პედაგოგის თანამდებობის დაკავების გარეშე. მოწვეული პროფესორების რაოდენობას და ხელშეკრულების პირობებს ყველა ფაკულტეტზე, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

    მუხლი 20. აკადემიაში სტუდენტთა მიღების წესი

1. სტუდენტთა მიღება წარმოებსუმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სახელოვნებო სპეციალობებზე აკადემია ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ატარებს შემოქმედებით კონკურსს, რომლის ჩატარების წესიც მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.

3. აკადემიაში სახელოვნებო სპეციალობებზე პროფესიული და საბაკალავრო პროგრამებით სწავლის მსურველთათვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, სწავლის უფლების მოსაპოვებელ პროცედურას წარმოადგენს შემოქმედებითი კონკურსი.

4. აკადემიაში სახელოვნებო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება აკადემიის შემოქმედებითი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულების მიხედვით.

5. აკადემიაში სამაგისტრო პროგრამებით სწავლის მსურველთათვის, რესტავრაციის, ხელოვნების, ისტორიისა და თეორიის და არქიტექტურის ფაკულტეტებზე, სწავლის უფლების მოსაპოვებელ პროცედურას წარმოადგენს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა, დამატებით აკადემიის მიერ ორგანიზებული გამოცდა სპეციალობასა და უცხო ენაში.

6. აკადემიაში სამაგისტრო პროგრამებით სწავლის მსურველთათვის, სახვითი ხელოვნების, მედიახელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტებზე, სწავლის უფლების მოსაპოვებელ პროცედურას წარმოადგენს აკადემიის მიერ ორგანიზებული გამოცდა სპეციალობასა და უცხო ენაში;

7. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დოქტორანტურის დებულების შესაბამისად, ყველა პროგრამისთვის სავალდებულოა გამოცდა უცხო ენაში.

8. აკადემიაში სტუდენტთა მიღების წესი დამატებით რეგულირდება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დებულებებით.

    მუხლი 21. უმაღლესი განათლების სახეები და საფეხურები

1. აკადემია უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას.

2. აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია აღზარდოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, ჩამოაყალიბოს და დახვეწოს შესაბამისი სახელოვნებო უნარები შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით. სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა პროფესიულ საფეხურზე განისაზღვრება შესაბამისი სპეციალობის დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.

3. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია:

) ბაკალავრიატიაკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურიისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს სახელოვნებო და სამეცნიერო სპეციალობების შემოქმედებითი და თეორიული საფუძვლების სწავლებას. საბაკალავრო პროგრამის დასრულება საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურის საფეხურზე. საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ოთხწლიან სასწავლო კურსს და მოიცავს 240 კრედიტს. კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების მოპოვების შემთხვევაში ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

) მაგისტრატურააკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურიისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც სახელოვნებო-შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი ელემენტებისაგან შედგება და მიზნად ისახავს საბაკალავრო პროგრამაში სწავლის დროს შეძენილი უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და გაფართოებას და შემდგომი საფეხურის შესაბამისი დონის სპეციალისტის მომზადებას. სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული შემოქმედებითი და კვლევითი მუშაობის ჩატარების შედეგად სტუდენტი შეძლებს ხელოვნების ნაწარმოების ან/და პროექტის და საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას. სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს ორწლიან სასწავლო კურსს და მოიცავს 120 კრედიტს. კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების მოპოვების შემთხვევაში ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

) დოქტორანტურააკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურიისეთი სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური კადრების მომზადებას; სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს. შესაბამისი კრედიტების მოპოვებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს აკადემიის ან შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4. აკადემიის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებლად გაიცემა შესაბამისი დიპლომი სტანდარტული დანართით, რომელიც დიპლომთან ერთად ადასტურებს სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსს.

5. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, დაგროვებული კრედიტების დადასტურების საფუძველზე ეძლევა სათანადო ცნობა.

    მუხლი 22. სტუდენტთა მობილობა

1. სტუდენტთა გარე და შიდა მობილობის წესი მუშავდება და მტკიცდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ წარმომადგენლობით საბჭოს მონაწილეობით.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება, ავადმყოფობა, უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ფინანსური დავალიანება.

3. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, თუკი სტუდენტს აქვს აკადემიური დავალიანება და შეუძლებელია მისთვის პროფესიული კვალიფიკაციის, ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება, მისი სტუდენტის სტატუსი ავტომატურად მიიჩნევა შეჩერებულად. სტუდენტს შეუძლია განცხადებით მიმართოს აკადემიას და მოითხოვოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა აკადემიური დავალიანების აღდგენის მიზნით, რის შემდგომაც მას აღუდგება სტუდენტის სტატუსი ინდივიდუალური სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ვადით. ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს მიეცემა სამი მცდელობის შესაძლებლობა სასწავლო დისციპლინისათვის დადგენილი მინიმალური ზღვარის გადასალახად.

4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სტუდენტთა ქცევის (ეთიკის) კოდექსით გათვალისწინებული დარღვევები. გადაწყვეტილებას სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე იღებს რექტორი, აკადემიის სადისციპლინო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის წესი და პირობები მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.

5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა, თუკი სასწავლო პროგრემის დასრულების შემდგომ სტუდენტი სამი მცდელობის შედეგად ვერ შეძლებს გადალახოს სასწავლო დისციპლინისათვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.

    მუხლი 23. საგანმანათლებლო საქმიანობა

1. აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. აკადემიაში შესაძლებელია, „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო კურსები ან მოდულები უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების ენა იქნება შესაბამისი უცხო ენა.

2. აკადემიის სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე.

3. სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. თითოეული სემესტრი შედგება 20 კვირისაგან (15 სასწავლო კვირა, 3 სასესიო კვირა და 2 პრაქტიკა). სემესტრი დასრულდება საგამოცდო სესიით. საგამოცდო სესიის, ასევე სასწავლო და საწარმოო პრქტიკის ვადებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ყოველწლიურად.

4. საგანმანათლებლო პროგრამები ფაკულტეტების წარდგინებით მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.

5. სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი მიმართულებების, სპეციალობებისა და სწავლების პროგრამების შესაბამისად განისაზღვრება ფაკულტეტის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმებით, რომელთაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

6. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ასევე მისი ანაზღაურების წესს საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის საბჭო.

7. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობა, სწავლება (მათ შორის, სტუდენტებთან). ასეთი სწავლების ორგანიზების წესი, სწავლების ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

8. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგი სახის მეცადინეობებს: ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი, კონსულტაცია, საკონტროლო სამუშაო, კოლოქვიუმი, სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობა, სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა, სასწავლო და სამრეწველო პრაქტიკა, საკურსო პროექტირება, საკვალიფიკაციო სამუშაოს შესრულება და სხვა.

    მუხლი 24. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) სწავლის საფასური;

ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აკადემიის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 25. აკადემიის ქონება და ქონებით სარგებლობა

1. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. აკადემიის მიერ ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 26. აკადემიის ეკონომიკური საქმიანობა

1. აკადემია შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.

2. აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.

    მუხლი 27. აკადემიის განვითარების ფონდი

1. აკადემია უფლებამოსილია აკადემიის ქონებისა და ფინანსების ნაწილის მართვის მიზნით შექმნას აკადემიის განვითარების ფონდი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება და/ან ფინანსები;

2. აკადემიის განვითარების ფონდის წესდება, რეგენტთა საბჭოს თანხმობით, მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ;

3. აკადემიის განვითარების ფონდის დირექტორს რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს აკადემიური საბჭო.

4. აკადემიის განვითარების ფონდის მიზნები, საქმიანობის მიმართულებები და მართვის პრინციპები განისაზღვრება ფონდის წესდებით.

     მუხლი 28. აკადემიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი

1. აკადემიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს რეგენტთა საბჭო.

2. აკადემიის მიერ ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

3. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი გულისხმობს აკადემიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას.

    მუხლი 29. საბუღალტრო ანგარიშგება

1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

2. აკადემია წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 30. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2. აკადემიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით.

3. აკადემიის ლიკვიდაცია იწვევს აკადემიის განვითარების ფონდის ლიკვიდაციასაც.

4. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხილი 31. გარდამავალი დებულებები

1. ყველა აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირის უფლებამოსილება გრძელდება წესდების 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალსწინებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე.

2. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება გაგრძელდება წესდების 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე.

3. გადაწყვეტილებას აკადემიური თანამდებობის კონკურსის გამოცხადების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო. კონკურსი უნდა გაიმართოს არა უგვიანეს 2013-14 სასწავლო წლის დასაწყისისა.

4. ამ წესდებით დადგენილი წესით აკადემიური საბჭოს ფორმირება უნდა განხორციელდეს 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

5. ამ წესდებით დადგენილი წესით წარმომადგენლობითი საბჭოს ფორმირება უნდა განხორციელდეს 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

6. წესდების მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფაკულტეტების დეკანების არჩევნები უნდა განხორციელდეს 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. ფაკულტეტების დეკანების თანამდებობის დაკავების პროცედურის განხორციელებამდე, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს აკადემიური საბჭო.

7. კანცლერის უფლებამოსილება გრძელდება და იგი ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, რეგენტთა საბჭოს მიერ აკადემიური საბჭოსათვის დასამტკიცებლად კანცლერის კანდიდატურის წარდგენამდე.