საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016048
  • Word
14
23/08/2012
ვებგვერდი, 27/08/2012
010220020.16.009.016048
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება 14

2012 წლის 23 აგვისტო

. ქუთაისი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2012; სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -7 მუხლ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;

ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;

გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი;

დ) ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;

ზ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ი) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;

კ) აუდიტის და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი;

ლ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;

მ) კომისიის თავმჯდომარის და წევრების აპარატი.“

2. მე -12 მუხლის პირველი პუნქტის „“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე -17 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XII1:

„თავი XII1

აუდიტის და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი

მუხლი 171.

1. აუდიტის და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მიმწოდებლების, ასევე, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ფინანსური ანგარიშების დროულად წარმოდგენას კომისიაში;

ბ) მისი კომპეტენციის ფარგლებში , ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მიმწოდებლების, ასევე, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დადგენილი წესით წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე , კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) კომისიაში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების მონაცემთა ბაზის შექმნა;

ე) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირების მიერ რეგულირებადი საქმიანობის შესახებ საპროგნოზო და ფაქტობრივი მონაცემების წარმოდგენის კონტროლს და გადასახდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას;

) მისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი     ზ. გაბელაია

კომისიის წევრი                                       მ. ნადირაძე

კომისიის წევრი                                                  ს. მესხი

კომისიის წევრი                                       გ. შონია