დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 06 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.140.016052 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 აპრილის №12 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი:
,,1. რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.“ |
2.
პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები:
,,ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე. გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.“ |
3.
პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი:
,,ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.“ |
მუხლი 2.
დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 3, პუნქტი პირველი, პუნქტი მე-2 და მე-3: |
,,მუხლი 3. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: |
1.
საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები რომლის ფართობი არ აღემატება 500 კვადრატულ მეტრს. |
2.
ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები რომლის ფართობი არ აღემატება 50 კვადრატულ მეტრს. |
3.
მე-3 მუხლში ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები