დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016149 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №71 6
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1 . „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 120010000.22.026.016132, 25/06/2012) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ’’ და „ი’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „მ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„მ) ცალკეული საკომენდანტო ასეული.’’.
2. მე-12 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ი’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია.’’;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია – ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული და ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ექსკორტით უზრუნველყოფა;
დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.’’;
გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-12 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12. ცალკეული საკომენდანტო ასეულის ფუნქციებია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება.’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები