„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016148
  • Word
715
22/08/2012
ვებგვერდი, 24/08/2012
010320010.22.026.016148
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №715

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის 18 ბრძანებაში ცვლილე ის შეტანის შესახე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის 18 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2009, 4, მუხ.32) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ი” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო.”.

2. ბრძანებას დაემატოს მე-13 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება:

ა.ა) სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე;

ა.ბ) სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

ბ) რეკომენდაციების შემუშავება:

ბ.ა) სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;

ბ.ბ) სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი