„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016360
  • Word
151
23/08/2012
ვებგვერდი, 24/08/2012
040030000.22.027.016360
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №151

2012 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის1 8 ბრძანებაში ცვლილე ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციიის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის1 8 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.027.016240, 31. 01. 2012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;“.

2. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – ტერიტორიული სამსახური, რომელიც ახორციელებს თავის უფლებამოსილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ ფა გლებში, აგრეთვე ნოტარიუსი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით და ხელშეკრულებით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები (ელექტრონული და მატერიალური ფორმით) ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოში, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია , გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ნოტარიუსის მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერები არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა ეგზავნება სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივს.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ადგილი

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური განმცხადებლის სურვილისამებრ, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დად ენილი.

2. ნოტარიუსი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებს სანოტარო ბიუროში ან მის გარეთ.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს მის მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.

 12. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის ბლანკებით ნოტარიუსს უზრუნველყოფს სააგენტო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მეშვეობით.“.

6. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

„მუხლი 401. ნოტარიუსის მიერ ქორწინების რეგისტრაცია

1. ნოტარიუსი ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს ზოგადი წესით ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ მიიღოს/ჩაიბაროს, როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე მის გარეთ.

3. ქორწინების სანოტარო ბიუროს შენობის გარეთ რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულის თაობაზე მითითებულია განცხადებაში ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.“.

7. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განქორწინების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი (პირები) მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:

 ა) განქორწინების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შემთხვევაში – ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წარმომადგენლის პირადობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადებას წარადგენს განქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი;

გ) შესაწყვეტი ქორწინების მოწმობა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. განქორწინების რეგისტრაციისათვის წარსადგენ განცხადებაზე განქორწინების მსურველი პირის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა სრულდება სანოტარო ბიუროში ან მის გარეთ, თუ განქორწინების რეგისტრაციისათვის განმცხადებელი მიმართავს ნოტარიუსს .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი