ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016121
  • Word
18
22/08/2012
ვებგვერდი, 27/08/2012
010250020.35.119.016121
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 18

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის, მე -4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება.

მუხლი 1. ამ წესის II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 1 მუხლი:

     „მუხლი 8 1.“ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას – არა უმეტეს 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100);

დ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            . გელენიძე