„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016064
200
22/08/2012
ვებგვერდი, 29/08/2012
480610000.22.030.016064
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის N241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №200

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საკონსულო      აღრიცხვაზე      დაყენებისა   და   საკონსულო   აღრიცხვიდან მოხსნის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე – საქართველოს       მოქალაქე და საქართველოში   სტატუსის   მქონე   მოქალაქეობის   არმქონე   პირი,   რომელიც   მუდმივად ცხოვრობს ან დროებით იმყოფება საზღვარგარეთ;

„დ) საკონსულო თანამდებობის   პირი – ნებისმიერი დიპლომატიური თანამდებობის პირი, მათ შორის   საკონსულო დაწესებულების   მეთაური,   რომელსაც   ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო   დაწესებულებებში   და უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებულ   საქართველოს   ინტერესთა სექციაში (შემდგომში -საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება);

„ე) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 „6. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო აღრიცხვაზე დგება სამინისტროს დახმარებით.   იმ   შემთხვევაში,   თუ   საკონსულო   დაწესებულება   წარმოდგენილია   ორი საკონსულო  თანამდებობის  პირით,  ისინი  საკონსულო  აღრიცხვაზე  დგებიან  ერთმანეთის მეშვეობით.“

3. მე-5   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ბ“   და   „გ“   ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის  ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ)  2  ფოტოსურათი  (ზომა  3X4  სმ).  ფოტოსურათის  წარმოუდგენლობა  არ  შეიძლება იყოს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი;“.

4. მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)    საქართველოს    მოქალაქე,    რომელიც    საკონსულო    აღრიცხვიდან    მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს;“.

5. დანართი №1-ის ნაწილი 1-ით დამტკიცებული საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გვარი (ქართულად და ასევე ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე)“

2. სახელი    (ქართულად და ასევე ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოების ენაზე)

8. თანმხლები - მეუღლე, არასრულწლოვანი და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მონაცემები (შენიშვნა: უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნება ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი).“.

6. დანართი №2-ით    დამტკიცებული   საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტის შევსების წესის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადება-ანკეტის    მეორე   ნაწილი   ივსება   საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ინგლისურ      ან      ადგილსამყოფელი      ქვეყნის  საქმისწარმოების  ენაზე, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების სატიტულო ფურცელზე და გაიცემა მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში. მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვის ბარათი გაიცეს განმეორებითაც. განცხადება ანკეტის მეორე ნაწილში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა) პუნქტი 1 –   მოქალაქის  გვარი;

ბ) პუნქტი 2 –  მოქალაქის  სახელი;

გ) პუნქტი 3  – მოქალაქის დაბადების  თარიღი  (რიცხვი,  თვე,  წელი);

დ)  პუნქტი  4     –     მოქალაქის     სქესი     (ჯვარედინად     გადაიხაზება     შესაბამისი სქესის მაჩვენებელი  კვადრატი);

ე) პუნქტი 5 –  მოქალაქის პირადი  ნომერი;

ვ) პუნქტი 6 –  საკონსულო აღრიცხვაზე  დაყენების  თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). ეს თარიღი იქნება უცვლელი განცხადება-ანკეტის მეორე ნაწილის განმეორებით გაცემის შემთხვევაშიც;

ზ)    პუნქტი    7    –    ორგანოს        დასახელება        (რომელმაც    დააყენა        მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე);

თ)  პუნქტი  8     –     საკონსულო        თანამდებობის     პირის  ხელმოწერა,        ბეჭდის ადგილი და გაცემის თარიღი. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება-ანკეტის მეორე ნაწილის გაცემა ხდება განმეორებით,  მიეთითება  უშუალოდ  გაცემის  თარიღი    (შენიშვნა:  მეორე    ნაწილში ხელს აწერს   საკონსულო თანამდებობის   პირი   და   ამოწმებს   გერბიანი   ბეჭდით   ისე, რომ ბეჭდის ნაწილი    დასმულ    იქნეს    მფლობელის ფოტოსურათზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

7. დანართი  №4-ით  დამტკიცებული  საკონსულო  აღრიცხვის  ჟურნალის  წარმოების წესის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონსულო     აღრიცხვის ჟურნალის     წარმოება     შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით გენერირებული საკონსულო აღრიცხვის ჟურნალის გამოყენებით.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით და აწარმოებენ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ჟურნალს ყოველი       თვის     ბოლოს       განახორციელებენ       საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე   შეგროვილი       მონაცემების  ამობეჭდვას    და მისი ელექტრონული  ვერსიის სამინისტროს საკონსულო  დეპარტამენტში გადაგზავნას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო კალანდაძე