დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040040.22.030.016063 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე: ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 (სსმ, 24, 05/03/2010) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-2 მუხლს დაემატოს ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საქართველოს ინტერესთა სექცია - უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია; ზ) შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა - უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის დადგენილი პროცედურა.“; |
ბ)
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. 1. საკონსულო ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავენ საქართველოს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს და ასევე ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც გამცემი უცხო ქვეყნის მიერ არ მიიჩნევა ოფიციალურ დოკუმენტებად და არ ექვემდებარება შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურას.“; 2. საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე განხორციელებულია შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული იქნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ. 3. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მათი წარმოშობის ქვეყანაში გაცემული დოკუმენტების და აქტების დამოწმების შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება, თუ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ დამოწმების დროს მოხდება დოკუმენტების და აქტების ავთენტიკურობის დადასტურება. 4. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები საკონსულო ლეგალიზაციისათვის წარედგინება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.“; |
გ)
მე-6 მუხლს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) საქართველოს ინტერესთა სექცია.“; |
დ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. 1. უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება და საქართველოს ინტერესთა სექცია, როგორც წესი, ახორციელებს თავიანთი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას. 2. საკონსულო დეპარტამენტი, როგორც წესი, ახორციელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას. 3. თუ დოკუმენტი და აქტი გაცემულია და დადასტურებულია უცხო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, საკონსულო ლეგალიზაციას განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულება და საკონსულო დაწესებულება ან საკონსულო დეპარტამენტი. 4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის არც ერთ საკონსულო ოლქში ან იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, რომელიც აკრედიტებულია უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საკონსულო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონსულო დეპარტამენტი ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.“; |
ე)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. 1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, უცხო ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურით განსაზღვრული უცხო ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე კომპეტენტური ორგანოს/ორგანოების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი. 2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ. 3. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი. 4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო დეპარტამენტი განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.“; |
ვ)
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს როგორც პირადად, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით. საკონსულო ლეგალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის მეშვეობით განმცხადებლისათვის მიწოდების შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.“; |
ზ)
მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11. ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განმცხადებელი ავსებს განცხადებას უფლებამოსილი ორგანოს სახელზე (დანართი №1). 12. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, მათი თარგმნა განხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნით. 13. საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც, მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია.“; |
თ)
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. 1. საკონსულო ლეგალიზაციისას ხდება დოკუმენტზე შესაბამისი ფორმის საკონსულო ლეგალიზაციის შტამპის დასმა. 2. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში შესაძლოა მოხდეს ხელით გარკვეული ინფორმაციის მითითება. 3. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპი მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და დაესმება ბეჭედი.“; |
ი)
მე-13 მუხლს დაემატოს მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,11. სარეგისტრაციო ნომერი შედგება შემდეგი კომბინაციისგან: ა) რიგითი ნომერი; ბ) „საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის პირადი ნომრის მინიჭების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კოდური აღნიშვნების განსაზღვრისა და მინიჭების წესის თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის №146 ბრძანებით განსაზღვრული საკონსულო დაწესებულების კოდური აღნიშვნა; გ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების წელი. 12. ახალი საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი იხსნება ყოველი წლის დასაწყისში. 13. საკონსულო ლეგალიზაცია და მისი აღრიცხვიანობა შესაძლოა განხორციელდეს მონაცემთა მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“; |
კ)
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში ხელით შეტანილი ინფორმაციის შესწორებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შენიშვნით, მისივე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.“; |
ლ)
მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი ,,საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.“; |
მ)
ამოღებულ იქნეს ამ წესის №2 დანართი. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვარს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები