დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145/37 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 22/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.58.070.016005 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენარალური აუდიტორის
ბრძანება №145/37
2012 წლის 22 აგვისტო
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებით (ვებგვერდი, 17.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016004) დამტკიცებულ „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ – „კ3“ ქვეპუნქტები:
„კ)1 ხელფასები და პრემიები – ფორმა №5.2;
კ)2 მივლინებები – ფორმა №5.3;
კ)3 სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასის და პრემიის გარდა) – ფორმა №5.4;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №4.1, №4.2, №4.3, №4.4, №6 და №6.1 ფორმებისა.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“- „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ – „ზ3“ ქვეპუნქტები:
„ზ1) ხელფასები და პრემიები – ფორმა №5.2;
ზ2) მივლინებები – ფორმა №5.3;
ზ3) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასის და პრემიის გარდა) – ფორმა №5.4;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. თორდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები