დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050020.10.003.017009 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №336
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005წ. , მუხ.1066 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატო სშემდეგი შინაარსის 34–36 პუნქტები :
„34 . ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული ტყით სარგებლობის გეგმით დაზუსტებულ ფართობს შორის განსხვავების არსებობისას , ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვების პირობით. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
35. იმ შემთხვევაში, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დაზუსტებულ იქნა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ტყით სარგებლობის გეგმით ან ინვენტარიზაციის მასალებით, არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერქნიანი მცენარის ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი ჯიშით (სახეობით) შეცვლა ან/და დამატება მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის შეუცვლელად. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
36. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავების არსებობისას , ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის , სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1 -1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10% -ის ჯამი , თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი .“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები