„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 21/08/2012
დოკუმენტის ტიპი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016007
  • Word
7
21/08/2012
ვებგვერდი, 22/08/2012
040170050.57.069.016007
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 7

2012 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“  (ვებგვერდი , 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში–სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.procurement.gov.ge) www.procureme№t.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);“.

2. წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.

3. წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ პუნქტის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესყიდვების წლიურ გეგმაში და შეცვლილი შესყიდვების წლიური გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა.“.

მუხლი 2.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი