დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 21/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.34.059.016011 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10
2012 წელი 21 აგვისტო
ქ. ბათუმი
2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
„ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 119-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს :
მუხლი 1. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მიენიჭა რიგითი ნომერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი. საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც სურს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებულისაგან განსხვავებული რიგითი ნომრით, ამის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 37-ე დღისა.
მუხლი 2 . კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლებით, ასევე იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით უ სკოში იმართება წილისყრა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკის შემადგენლობისაგან, მონაწილეობს წილისყრაში ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესით. წესით.
მუხლი 4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს უმაღლესი საარჩევნო კომისია. წილისყრისას ნომრების რაოდენობა შეესაბამება წილისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობას. რიგითი ნომრები იწყება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადობითი რიცხვიდან.
მუხლი 5 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ა . მიქელაძე
კომისიის მდივანი ქ. ჯიქია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები