დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 516 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/09/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 10/10/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.822 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:
„1999 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგიის გადაცემა და დისპეტჩერიზაცია ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოებისათვის დაიბეგროს დღგ-ით ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 2000 წლის პირველი ოქტომბრიდან 2002 წლის პირველ ივლისამდე – დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის (მათ შორის, სხვა მომხმარებლისათვის, რომლებიც ახდენენ ელექტროენერგიის შემდგომ მიწოდებას) გაწეული მომსახურებისა.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 28 სექტემბერი.
№516–Iს
დოკუმენტის კომენტარები