„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016203
  • Word
1-1/1676
21/08/2012
ვებგვერდი, 22/08/2012
040030000.22.024.016203
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/167 6

2012 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1 . „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110418035, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის/გემის დროებითი რეგისტრაციის მომსახურება:

მე-10 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი.“.

2. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 15“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ15) GEOREP – სისტემაში სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის მონაწილეობის საფასური, გარდა ამ მუხლის „ჰ22“, „ჰ23“ და „ჰ24“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა – 200 აშშ დოლარი.“.

3. მესამე მუხლის „21“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ29“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე, გემებზე, რომელთა რეგისტრული ტონაც არის 1000 GRT-ზე ნაკლები, დაპატიმრებულ და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გემებზე, ასევე ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ღუზაზე მდგომ ნებისმიერი ტიპის გემზე. აღნიშნული საფასური შეეხება 1000 GRT-ზე მეტ ყველა იმ გემს, რომელმაც დაასრულა ნავსადგურში შესაბამისი ოპერაციები და ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებს ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით დგომას. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან „ჰ29“ ქვეპუნქტში მითითებული საფასურის 20%-ს..

4. მესამე მუხლის „22“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ28“ მუხლის მიზნებისათვის თითოეულ ჯგუფში არსებული საერთო რეგისტრული ტონის (GRT) საფასური (გარდა მე-6 ჯგუფისა) გამოითვლება ფორმულით, სადაც: F – ნიშნავს საფასურს, roundupVesselGRT – არის გემის GRT მნიშვნელობა – მეტობით დამრგვალებულ ასობით სიზუსტემდე. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან აღნიშნული საფასურის 20%-ს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია