დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 730 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.08.002.016618 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №730
2012 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-17 პუნქტს „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი :
„ქ1) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო;“;
ბ) 21-ე პუნქტს „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი :
„ქ1) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლას, განზოგადებასა და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები