თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ

თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
101
16/08/2012
ვებგვერდი, 22/08/2012
010170000.22.029.016033
თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/08/2012 - 26/01/2017)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №101

2012 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ

  „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

. ხომერიკი    

 

 

თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის (შემდგომში – ცნობა) ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმას, ცნობის რეკვიზიტებს, ცნობის გაცემის, შეცვლისა და დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს თავშესაფრის შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. ცნობა წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებლობის დამადასტურებელ საბუთს, რომელიც ადასტურებს პირის მოქალაქეობას და ვინაობას.

3. ცნობას სათანადო ფორმის გარეშე, შესწორებით, წაშლილი სიტყვებითა და გადასწორებული თარიღებით ძალა არ გააჩნია.

4. ცნობის გაყალბება ან სხვა პირისათვის გადაცემა ისჯება კანონით.

5. ამ წესში ცვილების შეტანა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.

    მუხლი 2. ცნობის რეკვიზიტები და აღწერილობა

1. თავშესაფრის შესახებ განცხადების განხილვისას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ცნობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) დაბადების ადგილი (წარმოშობის ქვეყანა);

ე) მოქალაქეობა;

ვ) ფოტოსურათი;

ზ) სამინისტროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

თ) ცნობის გაცემის თარიღი;

ი) ცნობის მოქმედების ვადა;

კ) სამინისტროს ბეჭედი;

ლ) ცნობის ნომერი.

2. თავშესაფრის შესახებ განცხადების განხილვისას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ცნობა გაიცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ექვსი თვით; ცნობის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ცნობაში აისახება ის პეროსონალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტოს (შემდგომში – სამინისტრო) გააჩნია თავშესაფრის მაძიებელი პირის შესახებ.

4. ცნობა არის ერთგვერდიანი, სამინისტროს ბლანკზე დამზადებული დოკუმენტი. ცნობის გაცემა ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ცნობის პირველ გვერდზე, ზედა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე: „გაცემის თარიღი“, „Date of issue“; ხოლო ქვემოთ – „მოქმედების ვადა“, „Date of expiration“; აღნიშნული წარწერების ქვემოთ, ცნობის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე: „თავშესაფრის შესახებ განცხადების რეგისტრაციის ცნობა“ ან „თავშესაფრის მაძიებლის ცნობა“. ცნობაზე განთავსებულია თავშესაფრის მაძიებელი პირის ფოტოსურათი და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ცნობის ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი. ასევე ცნობა შეიცავს შემდეგი სახის ტექსტს:

 „წინამდებარე ცნობით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულმა პირმა თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. აღნიშნული განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია და საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავშესაფრის მაძიებელი პირი დაცული უნდა იყოს მისი წარმოშობის ან სხვა ისეთ ქვეყანაში იძულებით დაბრუნებისგან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას შეიძლება საფრთხე შეექმნას, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -2 და მე -4 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით.

ამ ცნობაში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ზემოაღნიშნულ მისამართზე“.

ცნობის ბოლოს განთავსებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და სამინისტროს ბეჭედი. ხემოწერის ქვემოთ არის შემდეგი მითითება: „ცნობა ძალაშია სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით“.

6. იმ შემთხვევაში , თუ თავშესაფრის მაძიებელ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (შვილები), მასზე გაცემულ ცნობაში მიეთითება არასრულწლოვანი შვილის (შვილების) მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი.

    მუხლი 3. ცნობის შევსება, შეცვლა და დუბლიკატის გაცემა

1. ცნობის შევსებას, შეცვლას და დუბლიკატის გაცემას უზრუნველყოფს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

2. ცნობის შევსება ხორციელდება თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტაში არსებული პერსონალური მონაცემების საფუძველზე.

3. ცნობის შეცვლა ხდება ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილების შეტანის შემთხვევაში.

4. ცნობის დუბლიკატის გაცემა ხდება, ცნობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში.

5. ცნობის დაკარგვის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს დეპარტამენტს.

6. ცნობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, ცნობის მფლობელი თავშესაფრის მაძიებელი წერილობითი ფორმით მიმართავს დეპარტამენტს.

7. ცნობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზით შესაცვლელი ცნობა ძალადაკარგულად ითვლება.

8. შეცვლილი ცნობა და დუბლიკატი გაიცემა პირველადი ცნობის მოქმედების ვადით.