„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12251
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016120
  • Word
12251
23/07/2012
ვებგვერდი, 20/08/2012
000000000.00.00.016120
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12251

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი;

„გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისსტრუქტურული ქვედანაყოფია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება.“ ;

ბ) მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს;“;

) მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

     „მუხლი 15. საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება

საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისის და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება ახორციელებს:

ა) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;

) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;

) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;

) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე