დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.149.016112 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ, №28, 22/09/2010; 010260020.35.149.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ.თ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას”. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით“. |
2.
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები