„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 693
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016147
  • Word
693
16/08/2012
ვებგვერდი, 17/08/2012
280120000.22.026.016147
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №693

2012 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის  №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა), ასევე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფ რიგითთა შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

თ) 30 წელი და მეტი – 45%.

შენიშვნა:

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობასთან დაკავშირებით ბრძანების მე-10  პუნქტით დადგენილი გამონაკლისი არ ვრცელდება სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდზე.”

მუხლი 2. ეს ბრძანება გარდა პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. ამ  ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან, ამასთან, აღნიშნული მუხლი, აგრეთვე გავრცელდეს 2012 წლის 1 ივნისამდე სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდზე ფაქტობრივად მიღებულ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებზე.

. შაშკინი