ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016120
  • Word
17
15/08/2012
ვებგვერდი, 17/08/2012
010250020.35.119.016120
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 17

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. ხონი

„ ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

„ ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

მუხლი 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არა უმეტეს 1000(ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ამ წესის II თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება – არა უმეტეს 1000(ათასი) ლარი.“.

მუხლი 3. ამ წესის II თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„მუხლი 9 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას – არა უმეტეს 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100);

დ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა;“.

მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                გ. გელენიძე