ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016120
  • Word
17
15/08/2012
ვებგვერდი, 17/08/2012
010250020.35.119.016120
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 17

2012 წლი 15 აგვისტო

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის 4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის 4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

მუხლი 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არა უმეტეს 1000(ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ამ წესის II თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 1000(ათასი) ლარი.“.

მუხლი 3. ამ წესის II თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„მუხლი 9 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას არა უმეტეს 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100);

დ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა;“.

მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                გ. გელენიძე