„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017005
  • Word
332
16/08/2012
ვებგვერდი, 16/08/2012
010240030.10.003.017005
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2012 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის „ა.მ“ ქვეპუნქტი:

„ა.მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

2. 41 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „ტ“, „ღ“, „ყ“ და „შ“  ქვეპუნქტები  ამოღებულ იქნეს.

3. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან , საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ე) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                 ი. მერაბიშვილი