დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-55/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016172 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-5 5/ნ
2012 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 963) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) სააგენტოს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მოსახლეობისათვის შესაბამისი მომსახურებების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესების, ასევე, მოსახლეობისათვის გეოგრაფიული ბარიერების თავიდან ასაცილებლად, თვითმმართველ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით სოფლის დონეზე) სააგენტოში არსებული შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცემისა და მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივ დონეზე სააგენტოში ელექტრონული მომართვიანებობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ან/და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები