დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100040000.22.038.016128 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №125
2012 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016040 თარიღი 11.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, რომლის საფასური შეადგენს 15 ლარს და ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ვიდეოპაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე.“ ;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებული ს ახლო ნათესავები (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.“ ;
გ) მე-3 მუხლ ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) მითითებას არის თუ არა განმცხადებელი სოციალურად დაუცველი პირი.“ ;
დ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი.
ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. ამ ბრძანების მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა დადგენილი საფასურისაგან გათავისუფლების მიზნით, ვიდეოპაემნის გამართვამდე უნდა წარმოადგინონ მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“ ;
ვ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
(დანართი №1)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი)
1. განმცხადებლის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
_____________________________________________________________________________________
(ტელეფონის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის მიხედვით/ფაქტობრივი)
_____________________________________________________________________________________
(მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი)
_____________________________________________________________________________________
(დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული)
_____________________________________________________________________________________
(ვიდეოპაემნის განხორციელების თარიღი: რიცხვი, თვე, წელი)
_____________________________________________________________________________________
(განმცხადებლის კავშირი მსჯავრდებულთან)
ხართ თუ არა სოციალურად დაუცველი პირი: □ დიახ □ არა
2. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)
ხართ თუ არა სოციალურად დაუცველი პირი: □ დიახ □ არა
3. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)
ხართ თუ არა სოციალურად დაუცველი პირი: □ დიახ □ არა
––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი) (მსჯავრდებულის თანხმობა/უარი და ხელმოწერა)
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები