დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016425 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 59/ნ
2012 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 8 .06 .2012 წ., 430010000.22.022.016379) დამტკიცებულ „ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემა ხდება 14 წლის ასაკს მიღწეული, პირადობის მოწმობის მქონე მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომში – დაინტერესებული პირი) განცხადების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.“;
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ბეჭდვას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) მათ მიწოდებას.“;
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„ 5. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის აღრიცხვა–ანგარიშგებას ახორციელებს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“;
4. მე-6 მუხლს დაემატოს შ ემდეგი შ ინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე დაიტანება წარწერა – „ოქრო” ან „ვერცხლი”.“;
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა
1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიუღებლობის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.
3. განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს :
ა) განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას), მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) მოსწავლის პირად ნომერს, თუ მოსწავლე არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას;
გ) მოსწავლის სახელსა და გვარს განცხადების წარდგენის მომენტში;
დ) მოსწავლის სახელსა და გვარს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას (თუ ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლემ შეიცვალა სახელი და/ან გვარი);
ე) მოსწავლის დაბადების თარიღს;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თარიღი;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტები განცხადების წარდგენის მომენტში (თუ ცნობილია განმცხადებლისთვის):
ზ.ა) დასახელება;
ზ.ბ) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა);
თ) ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას:
თ.ა) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა), თუ აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებლისთვის ცნობილია;
თ.ბ) დასახელება;
ი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დასახელებას.
4. განცხადებას ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა ერთვოდეს
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა (სახელის და/ან გვარის შეცვლის შემთხვევაში);
გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი , განცხადების კანონიერი წარმომადგენლის ან რწმუნებულის მიერ წარდგენის შემთხვევაში;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას.
6. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებ ულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტი ს დუბლიკატს .
7. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, მისი ასლი ან სასამართლოს გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზ ოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.
8. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს შესაბამის არქივს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდეგ – რესურსცენტრი), ხოლო პირის მიერ ზ ოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ან ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერტორიაზე მიღების შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
10 . საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია რესურსცენტრს მიმართოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყები სა და დასრულები ს შესახებ მონაცემების მოპოვებას იმ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან , სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
11. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემები ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას.
12. პირის მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესით მიღებული მონაცემები მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საინფორმაციო სისტემას შეაქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში .
13. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაი ცემა განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ განცხადების წარდგენის მომენტისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი.
14. ამ მუხლის მე-8–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.
15 . ტერიტორიული სამსახურის მიერ დუბლიკატის გაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.
16. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყები სა და დასრულები ს შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
17 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დუბლიკატზე დაიტანება წარწერა – „დუბლიკატი“. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატზე დაიტანება ასევე წარწერა – „ოქრო” ან „ვერცხლი”. ”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები