დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 494 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 03/10/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.000.818 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18 (25), 1999 წელი, მუხ. 70) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომელთაც არეგულირებს საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა,“.
3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 15 სექტემბერი.
№494–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები