საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/08/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190020.34.059.016008
  • Word
7
13/08/2012
ვებგვერდი, 15/08/2012
010190020.34.059.016008
საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება 7

 2012 წლის 13 აგვისტო

ქ. ბათუმი

საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 აგვისტოს №3 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის, განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის შესასრულებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურ :

1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებ , უსკოს წარმომადგენლებ და უსკოს აპარატის თანამშრომლებ .

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განკუთვნილ პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებთან ერთად გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკუთვნილ პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენების თითო ბლოკნოტს.

3. საუბნო საარჩევნო კომისიები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დახარისხებას, დათვლას, დალუქვასა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემას ახდენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებისაგან განცალკევებით, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4 . საუბნო საარჩევნო კომისია, უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შედგენილ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებს და ასევე შესწორების ოქმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედგენისთანავე დაუყოვნებლივ გადაუგზავნის უსკოს.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე

კომისიის მდივანი ქ. ჯიქია